RSS

ხუთოსნებზე

        ხუთი ჩემს  ბავშვობაში  იყო  უმაღლესი  ნიშანი, თორემ  დღეს საშუალო  ცოდნის  საზომია.  ხუთოსანი  და  ოროსანი ჩემი  თაობის  ადამიანებისთვისაა  ბეჯითისა  და  ,,ამჩემფეხებას"  სინონიმი.  ვინ  იყო  ხუთოსანი?  1. ,,კარგი"  მშობლების  შვილი. კარგში პარტიული  ლიდერი, თანამდებობის პირი ან  შეძლებული   ადამიანი  იგულისხმება, რაღაც  გაგებით  ანგარიშგასაწევი პიროვნება. რომელთა  შვილებისთვის  სკოლა  მხოლოდ  ტრამპლინი  იყო  ბედნიერი  მომავლისკენ. გავლენიანი მშობლები  ჯერ  ატესტატს  უყიდდნენ, მერე  დიპლომს, მერე  სამსახურს. მერე თვითონ  ებმებოდა  საკუთარი  შვილების   მომავლის  ფერხულში  და ბრუნავდა  დედამიწა.  მე-2 კატეგორია- ჩემნაირები.  რომლებსაც  არ  ჰყავდათ  გავლენიანი  მშობლები,რომლებსაც სწავლა  იოლად  გამოსდიოდათ, მაგრამ  თითოეული  მაღალი  ნიშნისთვის   უნდა  ებრძოლათ.  ,,არიქა,  დამიწერე  გინდა  თუ  არას"  არ  ვგულისხმობ.  არსებობდა   ცნება ,,ჩაგვრა" ( დღეს  ამას  ბულინგი  ჰქვია. მაშინ  არც  გაგვეგო  ეს  სიტყვა) და ხანდახან  იმდენად  უსამართლოდ  გექცეოდნენ, რომ  კლასელებში  იწვევდა  პროტესტს. როგორც ხდება  ხოლმე,  ყველა  მასწავლებელი  არც  მე მიყვარდა  და  არც  ყველას  ვუყვარდი.  განსაკუთრებთ ერთი  არ  მალავდა  თავის დამოკიდებულებას. უცნაურია  და  ვძულდი  იმის  გამო, რომ ვიგებდი  მარტივად  თუ  რამეს  წავიკითხავდი. ჰოდა, ამ  მასწვლებელთან გამწარების  ჩემეული  სტრატეგია  მქონდა. ყველა  გაკვეთილს  ვსწავლობდი, ყველა  დავალება  მქონდა, ყველა  კითხვაზე  შემეძლო სწორი  პასუხი  გამეცა, ყველა  ფორმულა მახსოვდა.  ხანდახან  წინა  დღესაც  ვამზადებდი  მის  გაკვეთილს  ერთი  მოტივით-   ძალიან  ვხალისობდი    ბრაზისგან  ნაცრისფერი   სახის  წარმოდგენაზე,  რომ  გამიძახებდა (აუცილებლად  გამიძახებდა)  და  ვერაფერში  რომ  ვერ  გამომიჭერდა. ეს  იყო  ჩემი ბავშვური  შურისძიება  ცუდ  მასწავლებელზე. დამებედა  ეს  მე, შურისძიების ეს  გზა დამებედა, მაგრამ  მაშინ  ამაზე  არ  ვიცოდი  და ვერც  წარმოვიდგენდი.   სხვა  შემთხვევაში  კი  რაღაცის  ამოხსნა,სწავლა  თავად  პროცესი  იყო აზარტი  და ხალისი, ამოხსნის  გზის მიგნების  სიამოვნება, ფიზიკური  სიამოვნება.   

          ასე  რომ  მე-2  კატეგორიის  ხუთოსნებში  ის  ადამიანები  იგულისხმებიან, ვისთვისაც  სწავლა   თავიდანვე  თვითგადარჩენის  საშუალებაც  იყო,აზარტიც  და  სიამოვნებაც. მათ  იოლად არ  უვლიათ. ტყუილად  არაფერი  მიუღიათ, არც  სკოლაში  და  არც  უნივერსიტეტებში. ყველაფერი  მოიპოვეს საკუთარი ცოდნისა  და  მონდომების  ხარჯზე.  მათთვის  არც  ერთი  ნიშანი  არაა უცხო- ორიც, სამიც, ოთხიც  და  ხუთიც.მათ  არ   ჰყოლიათ  პატრონი  და  არც  სჭირდებოდათ. ისე  გამოიჯეჯგნენ  უსამართლობასთან დავაში, თავად  უპატრონებენ  ვისაც  გინდათ.
       
                მომავალი
               პირველი  კატეგორიის  ხუთოსნების  მომავალი  თავიდანვე  დალგებული  იყო.ნაცნობ-მეგობრების  წყალობით   ფინასურად  წელმაგარი, გარანტირებული  სამსახური, როგორც  წესი,კაბინეტური. ასეთები  ან  ჩინოვნიკები  გახდნენ ცარიელა  თავებითა  და  დიდი  ამბიციებით  ან  საქმოსნები. ჩალიჩი  და  სხვისი  კუთვნილის  მითვისება  მთთვის  ჩვეული ამბავი  გახლავთ.     
        მეორე  კატეგორიის  ხუთოსნები  მაგონებენ  სიზიფეს.  
სიზიფე ცბიერი  კაცი  იყო. ღმერთებს  ატყუებდა. მდინარის  ღმერთ  ასონს  ზევსის  საიდუმლო  მიჰყიდა . სანაცვლოდ, ხრიოკი  კორინთო მდინარეებით  გაამდიდრა.  მერე  სიკვდილის  ღმერთიც  მოატყუა  და  საიქიოდან  მობრუნდა.  ერთგვარი  ანარქისტი  იყო   სიზიფე.  სულ  ფეხებზე  ეკიდა    ღმერთები და  მათი  კანონები. დასაჯეს  ღმერთებმა. ძლიერთა  გაცუცურაკება   მითებშიც  არ  შერჩენია  არავის.  წაიყვანა  თანატოსმა  და  მის  სამეუფოში   კორინთოს  მეფეს  უზარმაზარი  ლოდის  კლდის  ქიმზე  მიმაგრება  მიესაჯა.  ჰოდა  ააქვს  სიზიფეს  ეს  ლოდი  ქიმზე, მაგრამ  ყოველ  ჯერზე  უცურდება
          
       ცხოვრებაში  ხანდახან  ის გიშლის ხელს, თავად  თითი  რომ  არ  გაუნძრევია. სადღაც  რაღაც  ხვრელით  წინ  გამძვრალა  საკუთარი  უბადრუკობის  გასამართლებლად. ასე  ხდება  ჩვენს  რეალობაში. ამიტომ  ხშირად   სიზიფე  უფრო  ხარ ან  განცდა  გაქვს  სიზიფესი. 





        

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 коммент.:

Отправить комментарий