თუ თქვენც ჩემსავით ლიხს იქედან ლიხს აქეთ თვეში ორჯერ(უკეთეს ) ან ყოველკვირა(უარეს შემთხვევაში) გიწევთ წასვლა–წამოსვლა და ყველაგამოცდაჩაბარებულის ხელფასი გადაადგილების მიკროავტობუსზე უფრო კომფორტულ საშუალებისთვის ჭეშმარიტად არ გყოფნით, მგზავრობის ნაციონალური თავისებურება საკუთარ ტყავზე(პირდაპირი გაგებით) გექნებათ გამოცდილი.
წარმოიდგინეთ თაკარა ზაფხული, გამდნარი აფალტი, შედედებული ჰაერი.სადგური გადავსებულია მიკროავტობუსებით, გატანჯულსახიანი მგზავრებით, მოსიარულე,,სუპერმარკეტები", ნაგვით, მტვრით. ვთქვათ, მგზავრობთ დასავლეთის მიმართულებით. აუცილებლად შემოგეგებებათ რეზინისჩუსტებიანი, ღიპგადმოგდებული და ჭიპბალნიანი ოფლიანი გოძილა, რომელიც გამოგართმევთ და დააბინავებს თქვენს ჩანთებს(თუ გაქვთ), შემდეგ თქვენს თხუთმეტლარიანს შთანთქავს, მსუბუქად რომ ვთქვა, ზუნზლიან შარვლის ჯიბეში და საპატიო ყარაულის პონტში მიგაცილებთ ავტობუსამდე. გოძილა კიდევ მრავალჯერ შეასრულებს ბადრაგის მოვალეობას და ხან თითო–თითოდ, ხანაც ორ–ორად ამოაცილებს და კუთვნილ ადგილებზე დააბინავებს ხუთსაათიანი ტანჯვისთვის განწირულ ადამიანებს. ყოველ ამოსვლაზე გულდასმით დაითვლის თავისუფალ ადგილებს და ჭადრაკის ფიგურებივით გადასხამს თვითნებურად გადაადგილებულ მგზავრებს ,,ჩემი ძმა,გადადი იმ ადგილზე, დიდუბეში უნდა ამოვიდეს კაცი, მაგას ვარ შეპირებული. ქალბატონო, წინ ვერ დაბრძანდებით, დაზანიატებულია" და ა.შ. ყოველ ამოსვლაზე გულისშემაწუხებელი სუნით გაჟღენთს ისედაც შედედებულ ჰაერს.არავინ აპროტესტებს, პირიქით, ყველას ერთი სული აქვს დაუყოვნებლივ შესრულდეს ბრძანება, იქ რომ არ დაყოვნდეს ეს ფრიად საქმიანი გოძილა. ბოლოს დაადგება საშველი და დაიძრება ავტობუსი, ფანჯრიდან მობერილი გამდნარი ასფალტის ოხშივარი სასიამოვნოდაც კი გეჩვენება და მთავრდება მგზავრობის ნაციონალური თავისებურების პირველი ეტაპი.

Комментариев нет:
Отправить комментарий