ეს ჩვენთვის გადის დრო ნელა . 100 წელი მზეს უყურო კაცთა მოდგმისთვის არის მიუღწეველი, თორემ 2000 წელი როოგორც წამი გავიდა და არაფერი შეცვლილა, სულ არაფერი ადამიანთა გულში. ბზებისა და პალმის ტოტების ფეხქვეშ დამყრელი ხალხი ხუთ დღეში ჯვარს აცვამს. მერე 2000 წელი თავს იმართლებს, მაპატიე, ღმერთო, ვერ გიცანიო. როგორ ვერ უნდა ეცნოთ, მაგრამ ასეთია ბრბო. არ ფიქრობს, არ უყვარს, არ ედარდება. სანახაობაა მთავარი. ხელების დაბანვა იოლი, არჩევანი გამოდგა რთული. 2000 წელია გვიკვირს, ავაზაკი როგორ აირჩიესო და მუდმივად ავაზაკებს ვირჩევთ. გაქსუებულ, დაბანილ-დავარცხნილ, ჰალსტუხიან ავაზაკებს. ისწავლეს ლაპარაკი, გრძნობებზე თამაში. ქუჩაშიც გვხვდებიან, ბილბორდებიდან იღიმებიან, სახლში გვივარდებიან ტელევიზორებიდან და თუ ის ბარაბა ქონებას ართმევდა,ამ ბარაბებმა ხმაც არ შეარჩინეს. ბრბოც ირჩევს და ირჩევს.მერე გამოვა რომელიმე მრავალსახოვანი და აქეთ გვამუნათებს, თქვენთვის ვმუშაობ კლიმატდარეგულირებულ კაბინეტში, თქვენ გამო ვწვალობ,თქვენ რომ კარგად მყავდეთ და კიდევ ამირჩიოთ. ამიტომ ცოტა მეტს მოვციცქნი ქვეყანას, მეკუთვნის, თქვენთვის ვირჯები.ეს თქვენ ვერ ხვდებით, ყველაფერი კარგადაა, თორემ მართლა ისე კი არა არის საქმე, გშიოდეთ დ ა გწყუროდეთ, 4 ლარიც გეყოფათ დღეშიო. ერთმა ჭკვიანმა კაცმა ხომ გახსოვთ კამორა რომ გვაჩვენა, ტიპი დადის და ყვირის ,,ღამის 3 საათია და კამორაში ყველაფერი გენიალურადააა". ასეთი კამორა ავშენეთ გაბრაზებულმა ხალხმა. უსამართლობისგან დაღლილმა და გაბრაზებულმა ხალხმა. ვერ გამოდგა აშენებული და დამშვენებული ქალაქები უბრალო კაცის ცრემლის საპირწონე და ძველი ახლით შევცვალეთ. მაგრამ ბარაბა ბარაბაა და რა მნიშვნელობა აქვს გვარ-სახელს. რაც უქნია 2000 წლის წინ, იმავეს აკეთებს. დადიან ახლა ბეტანკურის მსახურები, ვერ ხვდებით, მაგრამ ყველაფერი გენიალურადააო.ტყე კი წაგართვით, მაგრამ ხედავთ, რა ლამაზი ბუჩქები დაგირგეთო, ვის რად უნდა პრეისტორიული საბადოები, არ ჯობია 1-2 კაცი გამდიდრდეს და აშენდესო? ჰო, კიდევ, ტაძრების მშენებლობა ისწავლეს ახალმა ბარაბებმა. დადგებიან დიდი კერეონებით და ყელყელაობენ კამერების წინაშე. ღმერთით ვაჭრობენ, ადამიანებს რას უზამენ? ჰოდა, 2000 წელი ამ ბარაბების ვერგამომცნობ ხალხს მშიერი, დათრგუნული ადამიანი როგორ უნდა გამოგვეცნო? როგორ უნდა მიმხვდარვიყავით, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა მის გულში, რა უნდოდა, რა უყვარდა, რაზე ოცნებობდა. რატომ დიღალა ასე ადრე. იმაზე ვდავობთ და სახეს ვახევთ ერთმანეთს, რომელი ტვ იყო მართალი, როვმელმა უფრო დიდი ტყუილი თქვა, რომელი რომელ ბარაბასაა მიყიდული. ამ დროს მთავარი ვერ დაგვინახავს- ჩვენ ავაშენეთ ქვეყანა, სადაც 15 წლის ადამიანი ზედმეტად გრძნობს თავს, ჩვენ ავაშენეთ ქვეყანა, სადაც შიათ და წყურიათ ბავშვებს, ჩვენ ავშენეთ ქვეყანა, სადაც სკოლის ბუფეტში ნისიების რვეული არსებობს, ჩვენ ავაშენეთ ქვეყანა, სადაც ადამიანია არ არის ღირებულება. ჩვენ ავაშენეთ ბარაბების ქვეყანა.ჰოდა, ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
Комментариев нет:
Отправить комментарий