მძღოლი– ცენტრალური ფიგურა მგზავრობისას.აუცილებლად გაუპარსავი , მწეველი და ნერვიული ბიძა იქნება. ამ ბიძას აუცილებლად ეყვარება შუფუტინსკი, წვერებიანი, ჩახლეჩილხმიანი ბლატნოი ბიჭებზე მომღერალი ჩამოფასებული შანსონიე. ჰოდა, იძულებული ხარ უსმინო ციმბირის ციხეში ტანჯულ ცხოვრებაზე მომღერალ კაი ბიჭის არიას. პროტესტი აქაც არ მოსული პონტია. ნერვიულ ბიძას აუცილებლად გამოუჩნდება მხარდამჭერი მგზავრებიდან და სავარაუდოდ არაერთი. თუ ძაან მიმწოლი ტიპი ხართ და ჩე გევარობაც არ გეუცხოებათ, კი ბატონო! გამოართვევინეთ.
ცალკე თემაა მგზავრები,
გაგიმართლათ, თუ თქვენ წინ, უკან და გვერდით ნასვამი მოქალაქე არ აღმოჩნდა.
მე აკვატორია შემოვსაზღვრე, თორემ ჯერ არვის არ გამართლებია ისე, 20 კაცში ერთი მაინც არ იყოს ნასვამი, მით უფრო მწეველი. მწეველები ბლომად არიან, ამიტომ შეეგუეთ იმას, რომ ვიღაც ზედ ყურთან გაგიბოლებთ.
აბა, რა ქნას მოქალაქემ, რა მისი ბრალია თქვენ რომ არ ეწევით? თან მძღოლიც მის მხარესაა. კომფორტი გინდა? გენაცვალე, იმგზავრე საკუთარი მანქანით.ადამიანებს კი მიეცი ცხოვრების საშუალება - ეს ქრესტომათიული ტექსტია, რითაც ნიშნს მოგიგებენ და რასაც მგზავრთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთსულოვნად ეთანხმება.
მოკლედ, გოძილა, სიგარეტის მწეველი მგზავრები, შუფუტინსკი, ბინძური სალონი და უზრდელი მძღოლები მგზავრობის ნაციონალური თავისებურების ნაწილია.