ცოცხალი თავით არ უნდოდა ხეს ჩემი აშვება.
ჩვენ გარგარს ვეძახით,მაგრამ ნამდვილად არ არის გარგარი და არც ქლიავი. მათი რომელიღაც ბიძაშვილია. იზრდება მაღალი და ისხამს უუუუგემრიელეს ნაყოფს.
რომ ავძვერი მერე მივხვდი,გრძელმკლავიანი უნდა ჩამეცვა. ერთიანად დავიკაწრე. ქვემო ტოტების დაკრეფა მქონდა გეგმაში, მაგრამ წვეროზე უფრო მწიფე ესხა და შევყევი. თუ გავითვალისწინებთ, რომ კენწერო ორსართულიანი სახლის სახურავს კარგად არის ამცდარი , ვერაფერი გონიერება გამოდის ჩემგან მისი დალაშქვრა. მოკლედ, გავიხსენე ბავშვობა. დაკაწვრად ღირდა. :)
ეს რაც დავკრიფე...
რამდენიმე წუთში მუსრს გავავლებთ.