RSS

იაპონური სიბრძნე

ის, რაც  გვერდით  ჩაგვიქროლებს:

ყველა  აფრააშვებული  ხომალდი;

წლები ჩვენი სიცოცხლისა,;

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.


ის, რასაც, ჩვეულებრივ,  ადამიანის  თვალი  ვერ  ამჩნევს:

ავის  მომასწავებელი  დღეები;

როგორ  თანდათან  გვიბერდება  დედა. 

სეი  სიენაგონი   

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

ედგარ  კერეტი

         კარგა ხანია ვემზადები  ამისთვის  და  როგორც  იქნა  მოვიცალე. თავის  დროზე სხვა  განზომილებაში  გადამაგდო  ამ  მწერალმა.   ხშირად მენატრება  ის  განცდა.     პირველად   ჟურნალ  ,,ომეგაში" ვნახე.  ძალიან  საინტერესო  ჟურნალი  იყო, საუკეთესო  პოლიგრაფიული  ხარისხის  და  საკმაოდ  ძვირიც.   .სამწუხაროდ,სულ  რამდენიმე  ნომერი  გამოვიდა.    მახსოვს, მუდმივი   შეხლა-შემოხლა  მქონდა   ფოსტის    თანამშრომელთან.  რამდენჯერმე ,,გადამაგდო", არ  მოუტანიათო. დრო  იყო  ისეთი,  არაფერ  უცნაურობას  არ  წარმოადგენდა   ნერვებისდასაწყვეტი  ამბები  და  მეც   ,,ვჭამე" .   თურმე  სად  ხარ?  ეს  სანდომიანსახიანი  ქალბატონი  სულაც  არ  აღმოჩნდა პატიოსნების  განსახიერება, ჰყიდის  ჩუმად  ჩემს  ჟურნალს! მე  კიდევ  გამწლიკულ  დისრიბუტორზე  მგონდა  ეჭვი  და  ვაპირებდი  წასკანდალებას  სრულიად  შემთხვევით  რომ  არ   აღმომეჩინა  ყველა  დაკლებული  ნომერი  ფრიად  პატივცემული  პერსონის  მფლობელობაში.  კი  მარწმუნებდა    ჩემი  კლასელი ქალბატონის  კუდიანობაში, მაგრამ  არ  ვუჯერებდი. რა  დაეჯერება    სიძეს  სიდედრის, მით  უფრო , ცოლთან  გაშორებული  თუა  და  ევამ  რომ  ვაშლი  ჭამა  მისი    ბრალი  ჰგონია . გასუხარებასგადარჩენილ"  ერთ-ერთი  ნომერში  იყო  ედგარ  კერეტის    ინტერვიუ, მოთხრობები და  სურათებიც კი .   მათ  შორის  ერთი  ჩვეულებრივი, საქორწილო, საცოლესთან  ერთად. (რაღა  საცოლე, უფრო  ცოლი   გამოდის  თუ საქორწილო  ფოტოა). შიღა  გვირილების  გვირგვინით, წითელ  პომადასა  და  თეთრ  კაბა ში, ედგარი  მის  უკან ,   გაღეღილ  პერანგში, გაღიმებული, საოცარი  თვალებით  .  უბრალო  ფოტო  იყო,  მაგრამ  სიმშვიდით  დამუხტული.   მახსოვს,  ძალიან  შემშურდა  შიღასი.  ცოტა  საქმეა  ასეთ დიდებულ  კაცს    უყვარდე-მეთქი?-  ასე  ვფიქრობდი  მაშინ.  ძალიან  ახალგაზრდა  მეჩვენა არაჩვეულბრივი  მოთხრობებისთვის, მაგრამ მისი  დიდებულება უცებ  ვირწმუნე.      თუ  არ  ვცდები, ეს  2002 წლის ამბავია.          დიდი ხნის  შემდეგ მარჯანიშვილის  მერტოს  გვერდით  საოცარ  წიგნის  მაღაზიაში(ახლა  იქ  ტანსაცმლის  ჰყიდიან -(( ) სრულიად  შემთხვევით  წავაწყდი მის  წიგნს ,   ,,ნებროთმა  გარეკა"-ასე  ერქვა.   რა  თქმა  უნდა,  ვეცი. ჩავნთქი-სხვა  სიტყვა  არ  მეგულება  პროცესის გადმოსაცემად.   ბავშვობაში  მემართებოდა  მსგავსი  სიგიჟე. კი   არ  ვკითხულობდი,  ვყლაპავდი  წიგნებს.    თუ  მომეწონებოდა, დიდხანს  მიმყვებოდა  ემოცია, სხვა  რამეზე  ფიქრი  არ  შემეძლო. რაც  არ  უნდა  მეკეთებინა, თავში  პერსონაჟები, ფრაზები, წიგნის  ამბები  მიტრიალებდა.  მოკლედ,  ავად  ვხდებოდი. , ბანანათევზის  ამინდი", ,,მარტოობის  ასი  წელიწადი", ,,უკაცო  სახლი", ,,ფიესტა,  ,,ტრიუმფალური  თაღი", ,,სამოსელი  პირველი" ,,ხმაური  და  მძინვარება", ,,დიდი  გეთსბი"  -  ჩემი  ხანგრძლივი  და  ქრონიკული  ავადმყოფობის  მიზეზები.  ერთადერთი  წიგნი, რომელიც  წაკითხვისთანავე  შემძულდა  და  დღემდე  მძულს, რომლის  გადაკითხვა,  ზუსტად  ვიცი , არასდროს  არ  მომინდება,    ნაბოკოვის  ,,ლოლიტაა".  არ  ვიცი  რატომ,  ვერ  ვხსნი.  მძულს  და  მორჩა.      ქუჩაში, სკოლაში, ახლობლებში  ვპოულობდი  ნაცნობ  გმირებს  და   ზუსტად  ვასილ  კეჟერაძესავით  სახელებსაც  ვარქმევდი.   ღმერთო, როგორ  მიყვარდა მერკუციო! მერკუციოზე ვგიჟდებოდი. შემდეგ ჰოლდენ  კოლფილდი  შემიყვარდა.  ისიც თვლიდა, რომ   მერკუციო   რომეოზე  მაგარია .  ძალიან  მახარებდა  სხვაც  ჩემსავით  რომ  ფიქრობდა  და  ეს  სხვა  დიდი  სელინჯერი  გახლდათ.    მერე ამერია, რომელი  უფრო  მიყვარდა: ჰოლდენი  თუ  მერკუციო, თუ  დონ  დიეგო,თუ  ჟან ვალჟანი,თუ    .... მაგრამ  კოლფილდი  მაინც  ყველას  მერჩივნა  და  ასეა  დღემდე.     წაკითხულ  წიგნებს     ბევრჯერ გადავიკითხავდი   ერთგვარი  შიშით, ვაითუ,  ახლა  აღარ  მომეწონოს-მეთქი.  ყოფილა  ასეთი   შემთხვევებიც,  განვიხიბლებოდი    რატომღაც.  უსიამოვნო  შეგრძნებას მიტოვებდა  ეს  ამბავი.  დღეს  ისე  აღარ   მაღელვებს  აურელიანო  ბუენდიას    შფოთიანი  ცხოვრება. არც ბეტისა  და  მაქსის, არც  კილიმანჯაროს, არც  ბიძია  გევინის  ამბები  მაწუხებს  ისე  მძაფრად, როგორც  მაშინ.   ეს  ,,ვაითუ.."  დღემდი მაწუხებს.  . მაგრამ   ახლა  შვებულება  და  კითხვის  დღეები  მაქვს . ავდექი  და გადავიკითხე  კერეტი.  გადავიკითხე, უფრო  მშვიდად, არ  ჩამინთქავს.   ცოტა  ხანს  მეყოფა  ეს  ბედნიერება.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

მასწავლებლის  უფლებით

ყველას, ვინც  სკოლაში  მასწავლებლის  უფლებით  შევა,  უნდა  ახსოვდეს:

- თუ  ბავშვს  გამუდმებით  ააკრიტიკებენ,  ის  სიძულვილს  სწავლობს;

- თუ  ბავშვს  ცხოვრება  შუღლსა  და  ქიშპობაში  უხდება,  ის  აგრესიულობას  სწავლობს; 

- თუ  ბავშვს დასცინიან,  ის  გულჩათხრობილობას  სწავლობს; 

- თუ  ბავშვს წამდაწუმ  საყვედურობენ, მას  სამუდამოდ  გაჰყვება  დამნაშვეობის გრძნობა ;

- თუ  ბავშვს შემწყნარებლობის  ატმოსფეროში  ზრდიან,  ის  მოთმინებას  სწავლობს; 

- თუ  ბავშვს  ამხნევებენ,  ის  სიკეთესა  და  რწმენას სწავლობს; 

- თუ  ბავშვს  აქებენ,  ის  მადლიერებას სწავლობს;

- თუ  ბავშვი  პატიოსან  ხალხში  იზრდება,  ის სწავლობს  სამართლიანობას;

- თუ  ბავშვი მშვიდად  და  უსაფრთხოდ  ცხოვრობს,ის  ადამიანებისადმი  ნდობას  სწავლობს .

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

წიგნით შთაგონებული

    დიახ,  წიგნით შთაგონებული - მე  ასე  დავარქმევდი უენი ფელსტერისა (სცენარისტი) და ალენ  კულტერის(რეჟისორი) ფილმს.წიგნს  კი ,,თამაში ჭვავის  ყანაში  ჰქვია". კი, ნამდვილად  არის  რაღაც  სელინჯერისეული: მამებისა და შვილების  მარადიული  კონფლიქტი, მარტოობა, უფროსი ძმის  სიკვდილით დათრგუნვა,  ზრუნვა  პატარა  დაიკოზე, რომელიც,ასევე,  მარტოა  და  უმწეო  ამ სასტიკ  სამყაროში.    ამ  შემთხვევაში მარტოობა   სულაც  არ  არის  ფიზიკური  ცნება, უფრო ემოციური  მდგომარეობაა.მარტოა  ბიჭი, ტაილერ  ჰოუკინსი, მარტოა კეროლაინი, მარტოა  მამა ,უოლ-სტრიტ ჩარლზი მარტოა  ბიჭის  დედა. ამ გათიშულობის  მიზეზი კი უფროსი  ვაჟია, რომელმაც  შვიდი  წლის  წინ, საკუთარ დაბადების  დღეზე  მოიკლა  თავი,   სავარაუდოდ,  მარტოობის  გამო.  ძალიან  ჰგავს  ეს  ყველაფერი  ჰოლდენ კოლფილდის,ფიბის, ელის, სიმორ გლასის  ისტორიებს.სწორედ  ამიტომ მექმნება  სელინჯერის  ასოციაცია.,,თამაში, ჭვავის  ყანაში", ,,ძღვნად  ესმეს", ,,ჭერი  ასწიეთ", ,,ბანანათევზის  ამინდი"--ყველაფერი  ერთად  გამახსენდა  ფილმის  ყურებისას.
   
    ბიჭს  ტაილერ  ჰოუკინსი  ჰქვია(რობერტ  პატინსონი).სულ  წერს  და წერს  თავის  გაცვეთილ  ტყავის  ბლოკნოტში. წერს  კაფეში, ლექციაზე, შინ.  წერს  უფროს ძმაზე, რომელიც  აღარ  არის, პატარა  დაიკოზე.  ბრაზობს მამაზე (პირს ბროსნანი) წარამტებულ  ბიზნესმენზე,რომელიც    ჩაიკეტა  თავის  სამყაროში  და სულ  უფრო და უფრო  უჭირს  საერთო  ენის  გამონახვა  შვილებთან. უფრო მეტს  კი  ფიქრობს, ფიქრობს.  ძალიან  სუფთა  ბიჭია, შინაგანი  სხივით  განათებული. საბედნიეროდ,  მეგობარი  ჰყავს, აიდენი.ერთხელაც,შერმთხვევით შეხლა-შემოხლაში  მოჰყვებიან  და  იქიდან  იწყება  ყველაფერი.
     ფილმი  ემოციური  საყურებელია. ამ ემოციას  ამძფრებს  ფილმის  ფინალი:2009 წლის  9  სექტემბრის  ტრაგიკული დილა, ,,ტყუპების"  ნანგრევებზე  მიმოფანტული  ტაილერის  უბის  წიგნაკის  ფურცლები.
     
     ,, თითოეული  ადამიანის  სიცოცხლეს  აქვს  აზრი  და  თითოეულის  სიკვდილი  ცვლის  სამყაროს.  ჩვენ  არ  ვიცით  რა იქნება  ხვალ,  ამიტომ  ნუ  მიიღებთა  სიცოცხლეს  ჩვეულებრივად.  ნუ  გადადებთ იმას, რაც  ნამდვილად  გსურთ.ნუ  დატოვებთ  ნურაფერს  ბუნდოვანს,  და,  რაც  მთავარია,  დარწმუნდით,  რომ თქვენთვის  ძვირფასმა  ადამიანებმა  იციან  თქვენი  გრძნობების  შესახებ.  იმიტომ  რომ  ერთ დღეს  შეიძლეება  ეს  ყველაფერი  დამთავრდეს."


    პრაგმატიზმით  გულგაყინულ  სამყაროს  ტაილერისთანა  ადამიანები  ათბობენ.


    უყურეთ  ამ  ფილმს.
















  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS