როგორ მიყვარდა, როგორ მიყვარდა ახალი წელი. მამა მოიტანდა უზარმაზარ ნაძვს, აუცილებლად ჭერამდე. მერე ჭირდა მისი დამაგრება და თითქმის ნახევარი დღე უნდებოდა ამ ამბავს. ამასობაში ოთახი გაიჟღინთებოდა ნაძვის სურნელით და ნელ0ნელა შეაშრებოდა სისველე. მორთვა იყო რიტუალი. დავახრიგინებდით მე და ჩემი ძმა ნაძვისხის მოსართავებით სავსე ყუთს და იყო ერთი დავა,,,ეს ჩემია! ხელი გაუშვი ამას მე დავკიდებ! მე უფრო მაღლა უნდა დავკიდო!" არ მთავრდებოდა ეს საქმე უცრემლოდ.აუცილებლად იცემებოდა რომელიმე, ძირითადად ჩემი ძმა. არ იყო იოლი ჩემთვის რაიმეს წართმევა :)
ყველა აფრააშვებული ხომალდი.
წლები ჩვენი სიცოცხლისა.
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.
ის, რასაც, ჩვეულებრივ, ადამიანის თვალი ვერ ამჩნევს:
ავისმომასწავებელი დღეები.
როგორ თანდათან გვიბერდება დედა."
ხომ მართალია ეს ყველაფერი. ვერც აფრააშვებული ხომალდების, ვერც ჩემი სიცოცხლის წლების და ვერც დედის დაბერება გავიგე.. ვცდილობ საქმე არ დავუტოვო, მაგრამ ვერ ვახერხებ. აუცილებლად გამოძებნის რამეს. მეგრული რამე-რუმეების დიდოსტატია. მსოფლიოში საუკეთესო ხაჭაპურიც მას გამოსდის. ჰოდა, ამ ახალ წელსაც ჩემი ყველაზე დიდი ნატვრაა, დიდხანს მიმყოფოს ხალისზე და ჯანზე ჩემი დედიკო.
რამდენიმე საათში შარშანდელი დაერქმევა ამ წელს. ტრადიციულად წვიმს. ჯერ არ ამტყდარა საყოველთაო ბათქა-ბუთქი, მაგრამ მეზობლის მოუთმენელი ბავშვები აფეთქებენ ე.წ. ,,ხლაპუშკებს". დღეს მარკეტიდან გამოსულს ზედ ფეხებთან ამიფეთქა ერთმა თმაჯაგარა, ბავშვობის ასაკიდან გამოსულმა ტიპმა. სიმწრისგან და ბრაზისგან მთელი გზა ძალიან არასაახალწლო აზრები მიტრიალებდა, ჯეკ მფატრავის აზრების ბიძაშვილები. ჰაჰ, ძალიან უბადრუკობა კი გამოსულა ჩემი ქალაქის ,,სეფე" ნაძვისხე. არანაირი სათამაშოები, მწვანე პლასტმასის გროვა, ჩინური ნათურებით გაწყობილი კონუსი. ღამით არ ვიცი, მაგრამ დღისით დიდი უბადრუკობა გახლავთ, როგორც ბევრი სხვა რამ სამეგრელოს ამ უპატრონო ქალაქში, სადაც წლიდან წლამდე არაფერი იცვლება, საახალწლო ნაძვისხის ჩათვლით. 2014 -მა ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შემყარა. ხან ვსწავლობდი, ხანაც ვასწავლიდი. ორივე სასიამოვნო პროცესია და, ვაღიარებ, ორივე გამომდის ძალიან კარგად. რა დამამახსოვრდა? ჰმ, ბევრი რამ. კარგიც და ცუდიც. დავიწყებ იმით, რომ 8 მარტს მაჯა გამებზარა.ჩემს სადამრიგებლოსთან ერთად საგაზაფხულო ზეიმისთვის ვემზადებოდით, მე კიდევ სცენის ფარდის ჩამოკიდება ავიჩემე და მივიღე მისაღები. მომისხლტა კიბე და აზრზე რომ მოვედი, ბავშვები იატაკის მონარეცხ წყალში დასველებული ტილოთი მიხვევდნენ წამებში დასივებულ ხელს. კიდევ კარგი,შუბლზე არ გადამაფინეს მზრუნველად. :))) აღმოჩნდა, რომ მაჯა მქონდა გაბზარული და ტკივილისგან ვყმუოდი აგვისტომდე. აგვისტომდე იმიტომ, რომ მერე ზღვაზე წავედი და არ ვიცი ურეკის ლეგენდარულმა მაგნიტურმა ქვიშამ, არ ვიცი რუსა-ნინოსთან ურიერთობის ბედნიერებამ მომირჩინა. ეს იყო პირველი ცუდი ამბავი.მერეც დამემართა ცუდი რაღაცები, მაგრამ მოტეხვით არაფერი მომიტეხავს, სამსახურის შე ცვლას უკავშირდებოდა და ვერ ვიტყვი იოლად, მაგრამ გადავიტანე. ურეკამდე გახლდით ჩაქვში საუკეთესო ადამიანებთან ერთად საუკეთესო ტრენინგზე. სამოქალაქო განვიარების ინსტიტუტის ორგანიზებით უსაინტერესოესი ,, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება და მედიაწიგნიერება" მოვისმინეთ. მოღრუბლული ივლისი გამო და ნამზეურით ვერ, მაგრამ ზღვით ნამდვილად ვისიმოვნეთ. არა, დზმებო ენდ დებო, პლაჟი არ მომეწონა. მოკლედ, ჯოტია ცაავამ დურუ ხუნჯუას რაც შვიდკილოიანი ქვა ესროლა, ყველა ჩაქვის პლაჟზე ყრია. მაშინ მაჯა ჯერ კიდევ მტკიოდა. ძალიანაც არა, მაგრამ ყრუდ, წყალში განსაკუთრებით. ასე რომ, ღრმად შეცურვას ვერ ვახერხებდი.მერე მადომ ბასეინი აღმოაჩინა და კუმ ფეხი გამოყო დამემართა. მადო ნამდვილი ჩემპიონია. ცურავს არაჩვეულებრივად. მაგასთან მე რას მოვალ და, ჰოი, სულელო ჩემო თავო, ვის ეჯიბრებოდი? ჩაქვიდან ჩამოსულზე მაჯა ისევ გამისივდა. შევშინდი სერიოზულად. აქედან ექიმი გაბრაზდა, რით ვერ მოირჩინეო. მაგრამ ექიმები ამისთვის არსებობენ, რომ შეგაშინონ, გაგიხეთქონ გული და რაც არ გჭირს ისიც დაგმართონ. ჩაქვში ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი და დავუმეგობრდი. არა, რაღაც კარგი მაქვს წინა ცხოვრებაში გაკეთებული! ეს იყო ივლისში. აგვისტოში კი ჩემს მეგობრებს შევხვდი, ნონა-ნინო-რუსას. მერე მათთან ერთად ურეკშიც დავისვენე. ოო, აგვისტო ოყო ცხელი. ძლივს ვიშოვეთ ბინა. მერე ნინო და რუსა წავიდნენ, მე დავრჩი ზღვაზე. ჩამოვედი ფრიად შეხრუკული, მაგრამ მაჯა უკვე არ მტკიოდა.ეგ არ იყო ცოტა ამბავი.
ამ
დასვენება-ტრენინ-სემინარებს შორის კონფერენცებზეც ვიარე. მოკლედ, კარგი იყო ზაფხული.
გამოცდები... რაც მე 2014-ში გამოცდები ვაბარე, მაგრამ გასაუბრებებზე ვერ მოვაწონე თავი , ვერც ერთხელ :). რას ვიზამთ. ყველაფერში გამარჯვებული ვერ ვიქნები :)))). თქვენვე წააგეთ, საყვარელო სამინისტროვ.მეოთხე სასერტიფიკაციოც ჩავაბარე.რისთვის? ოოოჰ, არ დამისვათ რიტორიკული კითხვები,გთხოვთ!
სექტემბერი- აააჰ, დაიწყო: ,,ეკა, ადექი, წავიდნენ ბავშვები სკოლაში"ა, ეს მომენტია ყველაზე რთული ჩემთვის. დილით ვიღვიძებ სამყაროზე გაბრაზებული.ვიღვიძებ რა, მაღვიძებენ. ჰო, ერთი რამ,ერთწლიან ხელშეკრულებაზე არ ვიყავი თანახმა. მოხსნით ვერ მომხსნეს და ვიყავი ასე ჰაერში გამოკიდული რამდენიმე თვე. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილისთვის(მე) შეეჩერებინათ შრომითი ურთიერთობა. ადამიანურ ენაზე ეს ასე ჟღერს, უხელფასო შვებულება გაუფორმეს ადამიანს, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი ჰქონდათ.სადაური წესია და აქაური წესია. ასეც ხდება და სექტემბერში დაეკიდა ჩემს თავზე ხელშეკრულება დამოკლეს მახვილივით. ოქტომბერი იმით დამამახსოვრდა, რომ დედას დაბადების დღეა. გადავუხადეთ დიდი. დავპატიჟეთ მისი დაქალები და კარგადაც მოვილხინეთ. დედა იყო ბედნიერი და, რა თქმა უნდა, მეც. ჰო, ტრენერი გავხდი. ძალიან გამიმართლა, რადგან აქაც საუკეთესო ხალხთან მოვხვდი. მე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვარ eTwinning-ის ტრენერი. ძალიან საინტერესო ადამიანებთან მომიწია მუშაობამ და ურთიერთობამ. ხომ გითხარით, რაღაც კარგი მაქვს წინა ცხოვრებაში გაკეთებული-მეთქი.ხელშეკრულება კვლავ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. ნოემბერი- ჭეშმარიტად სიურპრიზებით სავსე გამოდგა,როგორც იქნა გამოფორმეს ხელშეკრულება ისეთი, როგორსაც ითვალისწინებს კანონი, როგორსაც ვითხოვდი. შესაბამისად, სხვებსაც გამოუცვალეს. ასეა, ხადახან ერთ მერცხალსაც მოჰყავს გაზაფხული. დეკემბერში გავიგე, რომ მასწავლებელთა მეორე ეროვნულ კონფერენციაზე ჩემი ორი თემა გავიდა, დაწყებითისა და მაღალი კლასების. აირჩიეთ, სად იქნებით მომხსენებელიო რომ მითხრეს, მესამე საფეხურის თემა ავირჩიე, მაგრამ ჩემი სული გაჰყვა დაწყებითს, იმდენი ვიმუშავეთ მე და მეოთხეკლასელებმა. დეკემბერში წყალტუბოში გახლდით მეორე ეროვნულ კონფერენციაზე. რატომღაც დასავლეთი და აღმოსავლეთი გაყვეს და რუსასა და ნინოს ავცდი დროსა და სივრცეში, სანაცვლოდ მე და ნონა აღმოვჩნდით ერთად. ვაღიარებ, შარშანდელი კონფერენცია ჯობდა. 1- იმიტომ, რომ მთელი საქართველოს მასწები ერთად ვიყავით და ეს იყო ძალიან კარგი. 2. შარშანდელი თემებიც უფრო ძლიერი და საგულდაგულოდ შერჩეული მეჩვენა და ესეც იყო ძლიერ კარგი. 3. არ იყო სულელური კონკურსი, რაც იყო ნამდვილად კარგი. კონფერენცია რომ კონკურსით გრძელდება, ეს რაღაც ახალია ჩემთვის.შეიძლება სადღაც ხდება ასე, მაგრამ მე არ აღმოვჩნდი ამისთვის მზად. ავდექი და ყველას უმაღლესი ქულა დავუწერე, იყო ღირსი თუ არ იყო. შედეგად საუკეთესო თემები განზე დარჩა (ჩემი აზრით საუკეთესო).ჩემი ბრალიცაა და რას ვიზამთ, ასეც ხდება. გამოუცნობნი არიან ხედვანი და ზრახვანი სამინისტროსანი. წყალტუბოდან ჩამოსვლის მეორე დღეს ბაკურიანში წავედით eTwinning-ის კონფერენციაზე. იმხელა პოზიტივი მივიღე ბაკურიანში, პატარა კონფუზმაც ვერ დაჩრდილა. თუმცა ჩამოსულზე რომ გავიაზრე, რა ფოკუსი ჩამიტარა ერთმა, როგორ დაგეგმა, ჩემი დოყლაპიობით ჩემივე პირადი წერილები იკითხა და შემდეგ დაშანტაჟება სცადა, სულაც არ მომეჩვენა პატარა ამბად. მაგრამ რაც იყო იყო. წარსულს ვერ მოვაბრუნებთ.
ახლა წუთები უკლია ახალი წლის მოსვლას. გახშირდა ბათქა-ბუთქი. ჩემი საწყალი ფისო რეაქტიული სისწრაფით შემოვარდა ოთახში და ტახტის ქვემოდან არ გამოდის. კარგი წელი იყო 2014 თუ ცუდი? ჩამოთვლილს თუ დავაკვირდებით, კარგი წელი გამოდის. ყველა ჯანმრთელად მყავს,ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერზე მნიშვნელოვანი. წარმატებებიც მაქვს, მაგრამ იმედისგაცრუებებიც მქონდა, სერიოზული იმედგაცრუებები. ამიტომ მინდა უკეთესი. პარიზშიც მომავალ 31 დეკემბერს შევხვდები ახალ წელს. :) მხოლოდ ჩემსავით გამოუსწორებელი ოპტიმისტი იტყვის ამას.