მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ისე მახსოვს, თითქოს გუშინ მოხდა.
დავიწყე სკოლაში მუშაობა. როგორც გამოუცდელს (ეს ტერმინი მანამ შემრჩა, სანამ გამოცდილებმა არ და ვერ ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდა), დაწყებითი კლასი მომცეს. და დაიწყო...
დღე პირველი, გაკვეთილი პირველი:
კანონიერები და უკანონოები
გავერიე მარაქაში ანუ ტირიფების ჩრდილქვეშ მოჭორავე მასწავლებლებში. ათვალირ-ჩათვალიერების შემდეგ დაინტერესდნენ ვინა ვარ, რა ვისწავლე? პასუხის პასუხად ეს მივიღე ხმამაღლა და სულიად მოურიდებლად: ამან რა უნდა ასწავლოს?
მეორემ-აბა,აბა, საიდან მოათრიეს,დაიღუპა სკოლა!
არადა, იქვე ვდგავარ, განა საჩუმათოდ ამბობენ. სიკვდილამდე გამახსენდება, მიუხედავად იმისა,რომ შემდეგში ძალიან მემადლიერებოდნენ და ბევრი მოსაფერებელი სიტყვები მითხრეს, როგორც მათი შვილების და შვილიშვილების მასწავლებელს( ბავშვებს განსაკუთრებით ვუყვარდი. დღემდე მაქვს მათთან ურთიერთობა), მაგრამ შემდეგ ნათქვამმა: ,,როგორ შევცდით", ვერაფრით გადაწონა პირველი შეფასება- ,,ამან რა უნდა ასწავლოს, დაიღუპა სკოლა და საიდან მოათრიეს!"
ეს იყო პირველი და კარგი გაკვეთილი, რადგან
არადა, იქვე ვდგავარ, განა საჩუმათოდ ამბობენ. სიკვდილამდე გამახსენდება, მიუხედავად იმისა,რომ შემდეგში ძალიან მემადლიერებოდნენ და ბევრი მოსაფერებელი სიტყვები მითხრეს, როგორც მათი შვილების და შვილიშვილების მასწავლებელს( ბავშვებს განსაკუთრებით ვუყვარდი. დღემდე მაქვს მათთან ურთიერთობა), მაგრამ შემდეგ ნათქვამმა: ,,როგორ შევცდით", ვერაფრით გადაწონა პირველი შეფასება- ,,ამან რა უნდა ასწავლოს, დაიღუპა სკოლა და საიდან მოათრიეს!"
ეს იყო პირველი და კარგი გაკვეთილი, რადგან
ყოველთვის მახსოვდა აგვისტოს ის დაწყევლილი დღე და თვითონ რომ გავხდი სამსხურში სხვისი მიმღები, ვცდილობდი, მაქსიმალური კომფორტი შემექმნა ადამიანებისთვის. მაგრამ ეს იყო შემდეგ. მანამდე კიდევ ბევრი რამ უნდა მესწავლა იმ სკოლაში. მანამდე უნდა გამეგო, რომ არსებობენ ე.წ. ,,კანონიერი" მასწავლებლები,ავტორიტეტები, რომელთა ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა, რომლებს მუდმივად უნდა უხადო მადლობა პედსაბჭოებზე, რომელთაც შეუძლიათ გამანდგურებელი შენიშვნა მოგცეთ და თავსაც ვერ დაიცავთ,რადგან თქვენ ,,უკანონო" ხართ. თქვენ ვინ ხართ, რა იცით, რა გამოცდილება გაქვთ?
სტატუსი ,,უკანონო" პირობითია და ჩემნაირებს გულისხმობდა ანუ ისეთებს, ვინც არავის პროტეჟე არაა, ვინც ახალგაზრდაა და ვინც მძაფრად რეგირებს შეურაცხყოფაზე და ვინც სხვანაირად ხედავს ბევრ რამეს.
რაა? რამე იცით? აგერ ვართ ჩვენ ,,კანონიერები". დაგესწრებით, შეგამოწმებთ და ნახავთ რამდენ შენიშვნას მოგცემთ!!
ჩვენ ყველაფერი ვიცით, ვერასდროს გახდები ჩვენისთანა!
პათოსი, რომელსაც მუდმივად ამკვიდრებდნენ ყოვლისმცოდნეები.
მაგალითად: იყო ესეთი ამბავი, ფილოლოგთა ერთ-ერთ რაიონულ შეკრებაზე ერთ-ერთმა ,,კანონიერმა" დასვა კითხვა: ხომ ვერ ამიხსნით, რა არის ,,ომნიბუსი?"(ეტყობა გალაკტიონის პოეზია ჰქონდა ასახსნელი). იყო რამდენიმე ვერსია(?!!) და ჩემს პასუხზე ხმამაღლა და სახალხოდ ავტორიტეტმა მითხრა: დედი, არ გეწყინოს, ქალბატონ .....სი უფრო მჯერა, რადგან ის პირველი კატეგორიის მასწავლებელია, შენ კი მეორე. შენ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლო, რომ ჩვენ გაგვიტოლდე!ზუსტად ასე თქვა ,,ჩვენ რომ გაგვიტოლდე".
ოცდაათამდე მასწავლებელი ესწრებოდა იმ რაიონულ შეკრებას და ყველა კანონიერი. ყველა საკუთარ უპირატესობაში და უგანათლებულესობაში მტკიცედ დარწმუნებული.
მომავალში ვერც ერთი ვერ ჩააბარებს არც ისე საშინელ სასერტიფიკაციოს რამდენიმე მცდელობის მიუხედავად. მაგრამ ეს იქნება მომავალში.
არასპეციალისტი და ცრემლები
შემიძლია დავიკვეხნო, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს ყველა გადაწყვეტილება საკუთარ ტყავზე გამოვცადე. მაგალითად, შეიკვეცოს კლასი? აუცილებლად ჩემი. რატომ? იმიტომ, რომ ფილოლოგი ვარ და დაწყებითს ვასწავლი, არასპეციალისტი ვარ. მერე რა, სხვები უფრო არასპეციალისტები რომ არიან, ვთქვათ, ტორფის ტექნოლოგი ან სხვა. მე უფრო არასპეციალისტი ვარ. ეს სამინისტრო კი მუდმივად ჯიბრში მედგა და ხან საათებს ამცირებდა, ხან კლასებს ამსხვილებდა. მოკლედ, ზრუნავდა, არ გამთენებოდა უცრემლოდ სექტემბერი.
კატეგორია და ვნებები
ეს იყო პირველი მცდელობა შეემოწმებინათ მასწავლებელთა თეორიული ცოდნა ტესტების სახით. ვერ ვიტყვი, არ გამიხარდა-მეთქი. რას ამბობთ, მეძლევა შესაძლებლობა, დავამტკიცო სამსახურის ღირსი რომ ვარ.
ეტაპი პირველი: სკოლა შიდა შემოწმების შედეგად არკვევს, რომელი კატეგორია გეკუთვნის. ტესტირებით კი შეგიძლია შეიცვალო, აწიო ან დაწიო. სკოლაში კიდევ შეხხედულებისამებრ ანიჭებენ ამ ოხერ კატეგორიებს და კიდევ უფრო ოხერ ქულებს. არანაირი პროტესტი არ მოსულა. რაც უფრო მეტად აპროტესტებ, მით უფრო რწმუნდებიან, ნაკლები ქულა უნდა მოეცათ. შემოწმების უფლება კი აქვს ყველას, უფრო სწორად დირექციასთან ყველა დაახლოებულს. მაგალითად, ვეკითხები მორიგ შემმოწმებელს:
- კი , მაგრამ... შენ რომ კომისიაში არ ხარ?
- ნუ, დირექტორს არ სცალია და მე გამომგზავნა.ხომ იცი,როგორ მენდობა. ეჭვი არ შეგეპაროს, ობიექტურად შეგაფასებ.
გონივრული ეჭვის გამო იმ ქალბატონს მოუწია გაბრუნება. სანაცვლოდ, დამამუშავეს კრებაზე და თანამშრომლობაზე უარისთვის დავისაჯე ნაკლები ქულით. ჯანდაბას, ავწევ ტესტირებაზე! ვინ გაგახარა? საერთოდ არ დამიშვეს. მოტივი, სხვის ნაცვლად მუშაობ,დროებითი ხარ! იმავე სკოლაში უკვე მაღალ კალასებს ვასწავლი უკვე 2 წელია, მაგრამ მაინც სხვის ნაცვლად მქვია. მერე რაა, რომ ის სხვა საზღვარგარეთაა წასული პირადი პრობლემების მოსაგვარებლად. მერე რაა, რომ კანონი ჩემს მხარესაა. არც ტესტირებაზე დამიშვეს და კიდევ ორი წლის მერე რომ ჩამოვიდა პირადპრობლემამოგვარებული, საერთოდ მიშვებდნენ სკოლიდან. ,,საიდანაც მობრძანდა, იქით მიბრძანდეს" არგუმენტით. ჩემმა პრინციპულობამ ის სიკეთე მომიტანა, რომ მთლად არვ (ვერ) გამიშვეს, მაგრამ დამტოვეს ერთი კლასის ამარა. კიდევ დიდხანს მესმოდა, რომ ზოგიერთს ოჯახი ჰყავდა და ამიტომ ეკუთვნოდა (!) საათები. მე-არა.
ამასობაში...
ამასობაში წლები გავიდა. საუკეთესო წლები. ახლა უკვე აღარ ვიყავი მარტო. ყველა შემდეგ მოსულმა იგივე ბედი გაიზიარა. ახლა ,,უკანონოები" ,,კანონიერებს" უსამართლობაზეც უთითებდნენ. მერე დაიწყო გამოცდები. დავირაზმეთ და ვიარეთ ტრენინგებზე, დავხარჯეთ დრო, ფული, ენერგია. წარმატებით ვაბარეთ ყველა გამოცდა. დირექტორობიდან დაწყებული სასერტიფიკაციომდე. კანონიერებმა-ვერა.
2012-2013 სასწავლო წლის სექტემბერი იყო ჩემს ცხოვრებაში და სკოლაში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ პირველი, როცა ულაპარკოდ მომცეს სრული დატვირთვა საგანში. ისიც იმიტომ, რომ სულზე მომისწრო ბრძანებამ სერტიფიცირებულები დაეკმაყოფილებინათ პირველ რიგში. ყველა დარწმუნდა თავის შესაძლებლობებში და თუმცა ჩვენს სკოლას არ შეხებია ცვლილება არც მენეჯმენტში, არც მატერიალური თვალსაზრისით, ადამიანური ურთიერთობები დალაგდა. კვლევებსაც ვატარებთ, პროექტებსაც, ვთანამშრომლობთ და ერთმანეთსაც ვეხმარებით, შეძლებისდაგვარად. გრანტიც მოვიპოვეთ.
ნაბიჯი წინ თუ ნაბიჯი უკან?
რატომ ვიხსენებ ამბებს, რომლებიც არ მიყვარს. განა იმიტომ , რომ გამონაკლისი ვიყავი ან განსაკუთრებულად მჩაგრავდნენ და ა.შ. მაშინ მეტნაკლებად ერთნაირი სიტუაცია იყო ყველგან და ჩემნაირებიც ბლომად იყვნენ.
როგორ ფიქრობთ, იმავე ადამიანებს რომ ჰქონოდათ უფლება ვინმესთვის სერტიფიკატის მინიჭებისა, ყველაზე მკაცრი კრიტერიუმებისა და თვალყურდევნების პირობებშიც, მე და ჩემი მეგობრები მოვიპოვებდით მასწავლებლობის უფლებას? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - ვერა, ვერ მოვიპოვებდით.
დიახ, ნამდვილად, ტესტი ვერ განსაზღვრავს მასწავლებლის პრაქიკულ უნარებს. ხანდახან სერტიფიცირებული სრულიად უვარგისი პედაგოგია და პირიქით, ვიცნობ კარგ, მაგრამ არასერტიფიცირებულ მასწავლებელსაც.
იქნებ, ჯერ ჩამოყალიბდეს სამინისტრო, როგორ და რაში გამოსცადოს ხალხი და მერე ჩაატაროს, თორემ მუდმივად სტრესი და მოლოდინის რეჟიმში ცხოვრება არა მგონია სასიკეთოდ წაადგეს სკოლას.
იქნებ, ჯერ ჩამოყალიბდეს სამინისტრო, როგორ და რაში გამოსცადოს ხალხი და მერე ჩაატაროს, თორემ მუდმივად სტრესი და მოლოდინის რეჟიმში ცხოვრება არა მგონია სასიკეთოდ წაადგეს სკოლას.
1. ვინ იქნება შემფასებელი?
2. შეეხება თუ არა ეს უკვე სერტიფიცირებულებს?
3.რამდენად წაადგება სისტემას თუ ყოველმა ახალმა მინისტრმა ჩათვალა, მხოლოდ მის დროს და მისი შეფასების კრიტერიუმებია უტყუარი და უცდომელი?
4. რამდენად იქნება სუბიექტივიზმისგან დაცული მასწავლებელი,თუ ვიღაცის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული?
5. რა რესურსი აქვს ამ ეტაპზე სამინისტროს ამოწმოს საქართველოს 2200 საჯარო და 200-მდე კერძო სკოლის ყველა მასწავლებელი?
იქნება კი ეს ნაბიჯი წინ? თორემ ჩვენ არც ახალი კრიტერიუმების გვეშინია.
როგორც ამბობენ, ,,რაც არ გკლავს, მხოლოდ გაძლიერებს".
როგორც ამბობენ, ,,რაც არ გკლავს, მხოლოდ გაძლიერებს".