დიახ, წიგნით შთაგონებული - მე ასე დავარქმევდი უენი ფელსტერისა (სცენარისტი) და ალენ კულტერის(რეჟისორი) ფილმს.წიგნს კი ,,თამაში ჭვავის ყანაში ჰქვია". კი, ნამდვილად არის რაღაც სელინჯერისეული: მამებისა და შვილების მარადიული კონფლიქტი, მარტოობა, უფროსი ძმის სიკვდილით დათრგუნვა, ზრუნვა პატარა დაიკოზე, რომელიც,ასევე, მარტოა და უმწეო ამ სასტიკ სამყაროში. ამ შემთხვევაში მარტოობა სულაც არ არის ფიზიკური ცნება, უფრო ემოციური მდგომარეობაა.მარტოა ბიჭი, ტაილერ ჰოუკინსი, მარტოა კეროლაინი, მარტოა მამა ,უოლ-სტრიტ ჩარლზი მარტოა ბიჭის დედა. ამ გათიშულობის მიზეზი კი უფროსი ვაჟია, რომელმაც შვიდი წლის წინ, საკუთარ დაბადების დღეზე მოიკლა თავი, სავარაუდოდ, მარტოობის გამო. ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი ჰოლდენ კოლფილდის,ფიბის, ელის, სიმორ გლასის ისტორიებს.სწორედ ამიტომ მექმნება სელინჯერის ასოციაცია.,,თამაში, ჭვავის ყანაში", ,,ძღვნად ესმეს", ,,ჭერი ასწიეთ", ,,ბანანათევზის ამინდი"--ყველაფერი ერთად გამახსენდა ფილმის ყურებისას.
ბიჭს ტაილერ ჰოუკინსი ჰქვია(რობერტ პატინსონი).სულ წერს და წერს თავის გაცვეთილ ტყავის ბლოკნოტში. წერს კაფეში, ლექციაზე, შინ. წერს უფროს ძმაზე, რომელიც აღარ არის, პატარა დაიკოზე. ბრაზობს მამაზე (პირს ბროსნანი) წარამტებულ ბიზნესმენზე,რომელიც ჩაიკეტა თავის სამყაროში და სულ უფრო და უფრო უჭირს საერთო ენის გამონახვა შვილებთან. უფრო მეტს კი ფიქრობს, ფიქრობს. ძალიან სუფთა ბიჭია, შინაგანი სხივით განათებული. საბედნიეროდ, მეგობარი ჰყავს, აიდენი.ერთხელაც,შერმთხვევით შეხლა-შემოხლაში მოჰყვებიან და იქიდან იწყება ყველაფერი.
ფილმი ემოციური საყურებელია. ამ ემოციას ამძფრებს ფილმის ფინალი:2009 წლის 9 სექტემბრის ტრაგიკული დილა, ,,ტყუპების" ნანგრევებზე მიმოფანტული ტაილერის უბის წიგნაკის ფურცლები.
,, თითოეული ადამიანის სიცოცხლეს აქვს აზრი და თითოეულის სიკვდილი ცვლის სამყაროს. ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ, ამიტომ ნუ მიიღებთა სიცოცხლეს ჩვეულებრივად. ნუ გადადებთ იმას, რაც ნამდვილად გსურთ.ნუ დატოვებთ ნურაფერს ბუნდოვანს, და, რაც მთავარია, დარწმუნდით, რომ თქვენთვის ძვირფასმა ადამიანებმა იციან თქვენი გრძნობების შესახებ. იმიტომ რომ ერთ დღეს შეიძლეება ეს ყველაფერი დამთავრდეს."
პრაგმატიზმით გულგაყინულ სამყაროს ტაილერისთანა ადამიანები ათბობენ.
უყურეთ ამ ფილმს.

0 коммент.:
Отправить комментарий