ჭკრ -ჭკრ-რ, ჭკრ-ჭკრ-ჭკრ- აღარ შემიძლია მეტი. შაშვი არ უნდა იყოს,შაშვი შავია, ეს ბუმბულიანი სადისტი კი- ჩალისფერი. მოვა დაჯდება ანტენაზე და ნერვებს მიშლის. მთელი ღამე პირს არ აჩერებს. პირს თუ ნისკარტს.
სადღაც სამიდან ხუთამდე მაქვს ძილის საშუალება.ისვენებს ამ დროს. ხუთზე რომ დაიწყება ჩვეული ჭკრ-ჭკრ-რ, შვიდამდე ბურღავს ტვინს. დღისითაც მოდის ხანდახან.
რას ვიფიქრებდი, კინოს ამბავი მე თუ გადამხდებოდა. ერთ ამერიკულ ფილმშია ასე. გაბრაზებული და გამოუძინებელი ვარ. დამაჭერინა, დავუსკოჩავ ნისკარტს!
0 коммент.:
Отправить комментарий