RSS

ძირგახვრეტილი ნავი

    რაც  დრო  გადის, უფრო  მიმძაფრდება  განცდა, რომ  ძირგახვრეტილ  ნავში  ვზივარ. სადღაც  მართლა  რაღაც  ხდება, ოღონდ  აქ  არა, აქ  არა.არა და  არა.  თითქმის ყოველდღე  მივდივარ  იმ  განცდით, რომ  ხვალ  აღარ  მოვალ, მაგრამ   იმ  ძირგახვრეტილი  ნავიდანაც  ვერ  გადახტები  თუ  ზღვაში  ხარ  და  ნაპირიც  თუ  არ  ჩანს   საერთოდ. მღლის  ეს   შური, ბოღმა,  უსამართლობა.  ამაზრზენად  ხდის  აქაურობას. ასე  არ  შეიძლება, ასე  არ  შეიძლება.უსურობის  განცდა  მაქვს, იმიტომ  რომ  ვერაფერს  ვერ  ვცლი, საერთოდ  ვერაფერს.  ვეცადე  კი! თან  ძალიან  ვეცადე, მაგრამ  არაფერი  გამოვიდა,  სულ  არაფერი.  ,,ნეილონის  ნაძვის  ხე"  მახსენდება,  გზაში  გაჩხერილები   განათებულ  ექსპრესს  რომ  აყოლებენ  თვალს.   სადღაც  ნამდვილია  ყველაფერი,აქაურობას  კი  ჰქვია  მხოლოდ.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS