გუშინ იყო 8 აგვისტო, საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ყველაზე მძიმე, ტრაგიკული, მტკივნეული დღე. ასოცირებული უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებთან, დახოცილებთან, გადაბუგულ სოფლებთან, მწუხარებასთან, ცრემლებთან, დარდთან, დამცირებასთან. მოკლედ, მძიმე დღე იყო. როგორ გამოვხატავთ დარდს და
ტკივილს ქართველები?- თეატრალიზირებულად. პლაკატებით, შეძახილებით ,
ქუჩის შოუებით, ყალბი პათეტიკით. სადღაც პანტომიმით გადმოსცეს აგვისტოს უბედურება,
სადღაც ახალგაზრდები თავზე ხელეფს იფარებდნენ საკუთარი ჭერის არქონის
სიმბოლოდ, სადღაც ასფალტზე სანთლებითსაქართველოს გიგანტურ რუკას
ხატავდნებ, სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის საელჩოებთან მოეწყო აქციები და ა.შ. მოკლედ, ძალიან მოვინდომეთ ბევრი ვიხმაურეთ,დავდგით ბევრი სპექტაკლი,
რომ მსოფლიოს დაენახა ჩვენი წუხილი. სხვა საკითხია, რამდენად
ამაღელვებელია და გულწრფელია ტკივილის ასე გადმოცემა . ეს არ არის
პირველი შემთხვევა, როცა ქართველებს ბედნიერება-უბედურებისას რაღაც ისტერიისმაგვარი გვეუფლება და ემოციებს კარნავალურად გამოვხატავთ.
რაშია საქმე?

რატომ ხდება, რომ გულწრფელი წუხილიც ვერ გადმოგვიცია შოუს ელემენტების
თვინიერ. მართლა ისეთი ლაღები ვართ , რომ,,ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან მწარედ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ"თუ კირილე მიმინოშვილის ჩიტირეკიობასთან გვაქვს საქმე. ეს სპექტაკლომანია, ბედნიერება-უბედურებისადმი თეატრალიზირებული მიდგომა მართლა ქართველის არტისტული ბუნების გამოხატულებაა თუ სხვა რამე?
,,ყველა თვისებას კარგი და ცუდი მხარე აქვს, მათ შორის არტისტიზმსაც.. როცა
არტისტიზმზე ვლაპარაკობთ, ჩვეულებრივ ორ ელემენტს ვგულისხმობთ,
ოსტატობადახვეწილობას და პოზას. თუ პირველი მოსაწონია და მისაღები,
მეორე სათაკილოდ უნდა იქნეს მიჩნეული. პოზა აუცილებლად შეიცავს ტყუილს,
სიცრუეს, მისტიფიკაციას, ვიღაც თუ რაღაც ნამდვილი არ არის და ასეთად კი
თავი უნდა მოგვაჩვენოს.ქართულ ხასიათში ორივე შეიმჩნევა და გამოკვეთილადაც.

მართალია, არის ქართველის ეროვნულ ხასიათში დახვეწილობაც და პოზაც, მაგრამ
დახვეწილობას პოზა რად სჭირდება? თანაც, შეიძლება მკაცრად ვამბობ,
ავადმყოფური.

ქართველი კაცი მუდამ სცენაზე გრძნობს თავს. მარტოდ დარჩენილსაც კი
ვიღაცის მოუშორებელი მზერა ელანდება და ყოველ თავის მოძრაობაში ამ
უხილავ თვალთა დაინტერესებულ ყურადღებას ითვალისწინებს.ეს ხომ
უმძიმესი მდგომარეობაა მთელი სიცოცხლე სცენაზე გრძნობდე თავს.

სულ ვიღაცას ატყუებდე და, რაც მთავარია, უპირველესად საკუთარ თავს,
არასოდეს იყო ის, რაც ნამდვილად ხარ.
არასოდეს იყო ის, რაც ნამდვილად ხარ.
რატომ გასწირა ამგვარი მდგომარეობისათვის თავისთავი ქართველმა კაცმა?
ამის ერთადერთი პასუხი მეგულება: უჭირდა და იმიტომ. იძულებული იყო
სულ ეთამაშა, სულ ვიღაცისთვის თავი მოეეწონებინა.

ხომ გინახავთ ცირკში ბაგირზე მოარულის თუ მოცეკვავის სახე, რომელსაც
ღიმილი დასთამაშებს და უდარდელობაა გადაჰფენია. ამ ღიმილით და
მოჩვენებითიუდარდელობით მალავს ჩამოვარდნის შიშს .აცახცახებულ
მუხლებს და აკანკალებულ გულს. რა უნდა ჰქნას. პუბლიკუმს მაშინ მოეწონება,
თუ უშიშარი კაცის პოზით წარმოდგება, როცა ამას ვეღარ მოახერხებს, როგორც
ცირკის მსახიობმა, არსებობაც უნდა შეწყვიტოს. ისიც უძლებს, სანამ ნებისყოფა
ეყოფა.

აკაკი ბაქრაძე ,,მკვახე შეძახილი" 1980წ.
აი, თურმე საიდან მოდის ცირკომანიისკენ მიდრეკილება. ვერაფერს იტყვი, ძალიან
მძიმე დიაგნოზია.
მძიმე დიაგნოზია.
ძნელია მარადიულ არტისტად ყოფნა.
სამყარო ცვალებადია. ყველაფერი იცვლება ამქვეყნად. დამოკიდებულები და შეხედულებები მძიმედ, მაგრამ მაინც სხვფერდება. მხოლოდ ქართველებისთვის
დარჩა ყველაფერი
დარჩა ყველაფერი
ძველებურად. მხოლოდ ჩვენ მოგვწონს ტინგიცობა, არლეკინობა. დღეს მარტო მოსკოვს კი არა მსოფლიოს აღარ სჯერა ცრემლების.მით უფრო
არლეკინის ცრემლების.
არლეკინის ცრემლების.
გახსოვთ ,,ნატვრის ხის" ფინალი? მარიტას სიკვდილით გაოგნებას და
თავზარდაცემას როგორ გადმოსცემს სესილია თაყიშვილი? უხმოდ.
დიდედა ლელაურის გლოვა ერთ- ერთი შემზარავი კადრია ამ ფილმში

გუშინ საქართველო არ ჰგავდა დიდედა ლელაურს. ის არლეკინს ჰგავდა.