RSS

საზიზღარი ჩიტი

    ჭკრ -ჭკრ-რ, ჭკრ-ჭკრ-ჭკრ- აღარ  შემიძლია  მეტი. შაშვი  არ  უნდა  იყოს,შაშვი  შავია, ეს  ბუმბულიანი  სადისტი  კი-  ჩალისფერი. მოვა  დაჯდება ანტენაზე  და  ნერვებს  მიშლის. მთელი  ღამე პირს  არ  აჩერებს. პირს  თუ  ნისკარტს.


  სადღაც  სამიდან  ხუთამდე  მაქვს  ძილის  საშუალება.ისვენებს  ამ  დროს. ხუთზე  რომ  დაიწყება  ჩვეული  ჭკრ-ჭკრ-რ,  შვიდამდე  ბურღავს  ტვინს. დღისითაც  მოდის  ხანდახან.



  რას  ვიფიქრებდი, კინოს  ამბავი  მე  თუ  გადამხდებოდა.  ერთ  ამერიკულ  ფილმშია  ასე. გაბრაზებული  და გამოუძინებელი  ვარ.  დამაჭერინა, დავუსკოჩავ  ნისკარტს!



  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გარგარის დღე

  ცოცხალი  თავით  არ  უნდოდა  ხეს  ჩემი  აშვება.                                    





   ჩვენ  გარგარს  ვეძახით,მაგრამ  ნამდვილად  არ  არის  გარგარი  და  არც  ქლიავი. მათი  რომელიღაც   ბიძაშვილია. იზრდება  მაღალი  და  ისხამს  უუუუგემრიელეს   ნაყოფს.








რომ  ავძვერი  მერე  მივხვდი,გრძელმკლავიანი  უნდა  ჩამეცვა. ერთიანად  დავიკაწრე. ქვემო  ტოტების  დაკრეფა  მქონდა  გეგმაში, მაგრამ  წვეროზე  უფრო  მწიფე ესხა და შევყევი. თუ  გავითვალისწინებთ, რომ  კენწერო   ორსართულიანი  სახლის სახურავს  კარგად  არის  ამცდარი , ვერაფერი  გონიერება  გამოდის  ჩემგან  მისი  დალაშქვრა. მოკლედ, გავიხსენე  ბავშვობა.    დაკაწვრად  ღირდა.   :)

 ეს  რაც  დავკრიფე...





 ეს  რაც  ჩამოიყარა..











რამდენიმე  წუთში   მუსრს  გავავლებთ.




         სხვა  რაღაცის  თქმას  ვაპირებდი  და თავი  ვერ  მოვაბი.  მინდოდა  მეთქვა,  რომ  ეს  ხე  მამამ  დაამყნო,ზუსტად  8   წლის  წინ. აღფრთოვანებული  გვიხსნიდა, რა  გემრილი  ხილი  იყო.  თან  ჩრდილიც  ექნება  და  მაგას  რა  ჯობსო.   მერე  უვლიდა,ხან  რწყავდა,ხან სარს  უდგამდა, არ  გადატყდესო.  პირველად  ყვავილი  რომ  გამოისხა, სიხარულით  აღარ  იყო.  მერე... მერე   ვერ  მოესწრო.
      ამიტომ  მიყვარს  განსაკუთრებულად  ეს  ხე  და მისი  ნაყოფი.  რომ  ვკრეფთ  და  მოგვწონს, ასე  მგონია, უხარია. 

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS