,,სულ მესიზმრება, ვითომ დიდი ბიჭია, ზის საკუთარ საფლავთან მოწყენილი, მელოდება როდის მივალ. იმ იმედით ვარ ცოცხალი, თუკი ამას სიცოცხლე ჰქვია, რომ ოდესმე იქნებ მეღირსოს და მის საფლავს ხელი გადავუსვა. ეგ ადგილი მენატრება სახლზე უფრო. რომ ვიღვიძებ გული გაგლეჯას მაქვს. სიზმარში მინდა მიბრუნება, იქ მაინც ვნახო. სახეს არ მაჩვენებს, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ დიდია, გაიზარდა უჩემოდ. დაძინებამდე სულ ჩემს დახოცილ მეგობრებს ვესაუბრები, ვეხუმრები, ვუყვები მათი ოჯახების ამბებს. მრცხვენია, მე რომ გადავრჩი. ასე ვცხოვრობ, ეს თუა სიცოხლე".
მუჭისხელა ცრემლებს ყრიდა ოდნავ შემთვრალი სოხუმელი. შვილის საფლავი დარჩა იქ.