RSS

ტკივილი  შოუს  ელემენტებით


   
  გუშინ  იყო 8  აგვისტო, საქართველოს  უახლესი ისტორიისთვის  ყველაზე  მძიმე, ტრაგიკული, მტკივნეული დღეასოცირებული უსახლკაროდ  დარჩენილ  ადამიანებთან, დახოცილებთან,   გადაბუგულ  სოფლებთან, მწუხარებასთან, ცრემლებთან,  დარდთან,   დამცირებასთან. მოკლედმძიმე  დღე  იყო.  როგორ  გამოვხატავთ  დარდს  და
ტკივილს  ქართველები?-  თეატრალიზირებულად. პლაკატებით, შეძახილებით ,
 ქუჩის  შოუებით, ყალბი  პათეტიკით.   სადღაც  პანტომიმით გადმოსცეს  აგვისტოს  უბედურება
 სადღაც  ახალგაზრდები  თავზე  ხელეფს  იფარებდნენ საკუთარი  ჭერის  არქონის 
 სიმბოლოდსადღაც   ასფალტზე  სანთლებითსაქართველოს გიგანტურ რუკას 
 ხატავდნებ,   სხვადასხვა  ქვეყნებში  რუსეთის  საელჩოებთან  მოეწყო  აქციები  და  ა.შ.   მოკლედ,  ძალიან  მოვინდომეთ  ბევრი ვიხმაურეთ,დავდგით  ბევრი  სპექტაკლი,
 რომ მსოფლიოს  დაენახა  ჩვენი   წუხილი.   სხვა  საკითხია, რამდენად   
ამაღელვებელია  და  გულწრფელია  ტკივილის  ასე   გადმოცემა . ეს არ  არის  
პირველი  შემთხვევა, როცა  ქართველებს  ბედნიერება-უბედურებისას  რაღაც  ისტერიისმაგვარი  გვეუფლება  და  ემოციებს კარნავალურად გამოვხატავთ.
რაშია საქმე?  

      რატომ  ხდებარომ  გულწრფელი  წუხილიც  ვერ  გადმოგვიცია  შოუს  ელემენტების  
 თვინიერ. მართლა  ისეთი  ლაღები  ვართ , რომ,,ცხრა  ლახვარი  რომ  ჩამარტყან  მწარედ  გულში, მტრის  ჯინაზე  ცხრაჯერ  მწარედ      გავიცინებ"თუ  კირილე  მიმინოშვილის  ჩიტირეკიობასთან  გვაქვს  საქმე.  ეს  სპექტაკლომანია, ბედნიერება-უბედურებისადმი თეატრალიზირებული  მიდგომა მართლა  ქართველის  არტისტული  ბუნების  გამოხატულებაა  თუ  სხვა  რამე?

      ,,ყველა  თვისებას  კარგი  და  ცუდი  მხარე  აქვსმათ  შორის  არტისტიზმსაც..  როცა
  არტისტიზმზე  ვლაპარაკობთჩვეულებრივ  ორ  ელემენტს ვგულისხმობთ
ოსტატობადახვეწილობას  და  პოზას  თუ  პირველი  მოსაწონია  და  მისაღები,
მეორე  სათაკილოდ  უნდა  იქნეს  მიჩნეულიპოზა  აუცილებლად შეიცავს  ტყუილს,
სიცრუესმისტიფიკაციასვიღაც  თუ  რაღაც  ნამდვილი  არ  არის  და  ასეთად  კი 
 თავი უნდა  მოგვაჩვენოს.ქართულ  ხასიათში  ორივე  შეიმჩნევა  და  გამოკვეთილადაც
მართალიაარის  ქართველის  ეროვნულ  ხასიათში  დახვეწილობაც  და  პოზაცმაგრამ 
დახვეწილობას  პოზა  რად  სჭირდებათანაცშეიძლება  მკაცრად  ვამბობ,
 ავადმყოფური.
 ქართველი  კაცი  მუდამ  სცენაზე  გრძნობს  თავსმარტოდ  დარჩენილსაც  კი 
 ვიღაცის  მოუშორებელი მზერა  ელანდება  და  ყოველ  თავის  მოძრაობაში  ამ  
უხილავ  თვალთა  დაინტერესებულ  ყურადღებას   ითვალისწინებს.ეს  ხომ  
უმძიმესი  მდგომარეობაა მთელი  სიცოცხლე  სცენაზე  გრძნობდე  თავს 
სულ  ვიღაცას  ატყუებდე  დარაც მთავარიაუპირველესად  საკუთარ  თავს
არასოდეს  იყო  ის,  რაც  ნამდვილად  ხარ.
                     რატომ  გასწირა  ამგვარი  მდგომარეობისათვის  თავისთავი  ქართველმა  კაცმა
 ამის  ერთადერთი   პასუხი  მეგულება:  უჭირდა  და  იმიტომიძულებული  იყო 
 სულ  ეთამაშასულ  ვიღაცისთვის  თავი  მოეეწონებინა.
      ხომ  გინახავთ  ცირკში  ბაგირზე  მოარულის  თუ  მოცეკვავის  სახერომელსაც 
 ღიმილი  დასთამაშებს  და უდარდელობაა  გადაჰფენიაამ  ღიმილით  და  
მოჩვენებითიუდარდელობით  მალავს  ჩამოვარდნის  შიშს .აცახცახებულ  
მუხლებს  და  აკანკალებულ  გულს.  რა  უნდა  ჰქნასპუბლიკუმს  მაშინ  მოეწონება,
 თუ  უშიშარი კაცის  პოზით  წარმოდგებაროცა  ამას  ვეღარ  მოახერხებსროგორც 
 ცირკის  მსახიობმაარსებობაც  უნდა   შეწყვიტოსისიც  უძლებსსანამ  ნებისყოფა  
ეყოფა.
                                                            
                                 აკაკი  ბაქრაძე  ,,მკვახე  შეძახილი"  1980.

აითურმე  საიდან  მოდის  ცირკომანიისკენ  მიდრეკილებავერაფერს  იტყვიძალიან 
მძიმე  დიაგნოზია.
  ძნელია მარადიულ არტისტად  ყოფნა
   სამყარო  ცვალებადია. ყველაფერი  იცვლება  ამქვეყნად.  დამოკიდებულები  და  შეხედულებები  მძიმედმაგრამ  მაინც  სხვფერდებამხოლოდ  ქართველებისთვის
  დარჩა  ყველაფერი 
  ძველებურად.  მხოლოდ ჩვენ  მოგვწონს   ტინგიცობაარლეკინობა. დღეს  მარტო  მოსკოვს  კი  არა  მსოფლიოს  აღარ  სჯერა ცრემლების.მით  უფრო 
 არლეკინის  ცრემლების. 

გახსოვთ  ,,ნატვრის  ხის"  ფინალიმარიტას  სიკვდილით გაოგნებას  და 
თავზარდაცემას  როგორ  გადმოსცემს   სესილია  თაყიშვილი?  უხმოდ. 

დიდედა  ლელაურის გლოვა  ერთ- ერთი  შემზარავი  კადრია  ამ  ფილმში


  გუშინ  საქართველო  არ  ჰგავდა  დიდედა  ლელაურსის  არლეკინს  ჰგავდა.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

ჯეფრი ფოქსი - როგორ გახდე მაგარი "შეფი"

ჯეფრი ფოქსი - როგორ გახდე მაგარი "შეფი"

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

იაპონური სიბრძნე

ის, რაც  გვერდით  ჩაგვიქროლებს:

ყველა  აფრააშვებული  ხომალდი;

წლები ჩვენი სიცოცხლისა,;

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.


ის, რასაც, ჩვეულებრივ,  ადამიანის  თვალი  ვერ  ამჩნევს:

ავის  მომასწავებელი  დღეები;

როგორ  თანდათან  გვიბერდება  დედა. 

სეი  სიენაგონი   

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

ედგარ  კერეტი

         კარგა ხანია ვემზადები  ამისთვის  და  როგორც  იქნა  მოვიცალე. თავის  დროზე სხვა  განზომილებაში  გადამაგდო  ამ  მწერალმა.   ხშირად მენატრება  ის  განცდა.     პირველად   ჟურნალ  ,,ომეგაში" ვნახე.  ძალიან  საინტერესო  ჟურნალი  იყო, საუკეთესო  პოლიგრაფიული  ხარისხის  და  საკმაოდ  ძვირიც.   .სამწუხაროდ,სულ  რამდენიმე  ნომერი  გამოვიდა.    მახსოვს, მუდმივი   შეხლა-შემოხლა  მქონდა   ფოსტის    თანამშრომელთან.  რამდენჯერმე ,,გადამაგდო", არ  მოუტანიათო. დრო  იყო  ისეთი,  არაფერ  უცნაურობას  არ  წარმოადგენდა   ნერვებისდასაწყვეტი  ამბები  და  მეც   ,,ვჭამე" .   თურმე  სად  ხარ?  ეს  სანდომიანსახიანი  ქალბატონი  სულაც  არ  აღმოჩნდა პატიოსნების  განსახიერება, ჰყიდის  ჩუმად  ჩემს  ჟურნალს! მე  კიდევ  გამწლიკულ  დისრიბუტორზე  მგონდა  ეჭვი  და  ვაპირებდი  წასკანდალებას  სრულიად  შემთხვევით  რომ  არ   აღმომეჩინა  ყველა  დაკლებული  ნომერი  ფრიად  პატივცემული  პერსონის  მფლობელობაში.  კი  მარწმუნებდა    ჩემი  კლასელი ქალბატონის  კუდიანობაში, მაგრამ  არ  ვუჯერებდი. რა  დაეჯერება    სიძეს  სიდედრის, მით  უფრო , ცოლთან  გაშორებული  თუა  და  ევამ  რომ  ვაშლი  ჭამა  მისი    ბრალი  ჰგონია . გასუხარებასგადარჩენილ"  ერთ-ერთი  ნომერში  იყო  ედგარ  კერეტის    ინტერვიუ, მოთხრობები და  სურათებიც კი .   მათ  შორის  ერთი  ჩვეულებრივი, საქორწილო, საცოლესთან  ერთად. (რაღა  საცოლე, უფრო  ცოლი   გამოდის  თუ საქორწილო  ფოტოა). შიღა  გვირილების  გვირგვინით, წითელ  პომადასა  და  თეთრ  კაბა ში, ედგარი  მის  უკან ,   გაღეღილ  პერანგში, გაღიმებული, საოცარი  თვალებით  .  უბრალო  ფოტო  იყო,  მაგრამ  სიმშვიდით  დამუხტული.   მახსოვს,  ძალიან  შემშურდა  შიღასი.  ცოტა  საქმეა  ასეთ დიდებულ  კაცს    უყვარდე-მეთქი?-  ასე  ვფიქრობდი  მაშინ.  ძალიან  ახალგაზრდა  მეჩვენა არაჩვეულბრივი  მოთხრობებისთვის, მაგრამ მისი  დიდებულება უცებ  ვირწმუნე.      თუ  არ  ვცდები, ეს  2002 წლის ამბავია.          დიდი ხნის  შემდეგ მარჯანიშვილის  მერტოს  გვერდით  საოცარ  წიგნის  მაღაზიაში(ახლა  იქ  ტანსაცმლის  ჰყიდიან -(( ) სრულიად  შემთხვევით  წავაწყდი მის  წიგნს ,   ,,ნებროთმა  გარეკა"-ასე  ერქვა.   რა  თქმა  უნდა,  ვეცი. ჩავნთქი-სხვა  სიტყვა  არ  მეგულება  პროცესის გადმოსაცემად.   ბავშვობაში  მემართებოდა  მსგავსი  სიგიჟე. კი   არ  ვკითხულობდი,  ვყლაპავდი  წიგნებს.    თუ  მომეწონებოდა, დიდხანს  მიმყვებოდა  ემოცია, სხვა  რამეზე  ფიქრი  არ  შემეძლო. რაც  არ  უნდა  მეკეთებინა, თავში  პერსონაჟები, ფრაზები, წიგნის  ამბები  მიტრიალებდა.  მოკლედ,  ავად  ვხდებოდი. , ბანანათევზის  ამინდი", ,,მარტოობის  ასი  წელიწადი", ,,უკაცო  სახლი", ,,ფიესტა,  ,,ტრიუმფალური  თაღი", ,,სამოსელი  პირველი" ,,ხმაური  და  მძინვარება", ,,დიდი  გეთსბი"  -  ჩემი  ხანგრძლივი  და  ქრონიკული  ავადმყოფობის  მიზეზები.  ერთადერთი  წიგნი, რომელიც  წაკითხვისთანავე  შემძულდა  და  დღემდე  მძულს, რომლის  გადაკითხვა,  ზუსტად  ვიცი , არასდროს  არ  მომინდება,    ნაბოკოვის  ,,ლოლიტაა".  არ  ვიცი  რატომ,  ვერ  ვხსნი.  მძულს  და  მორჩა.      ქუჩაში, სკოლაში, ახლობლებში  ვპოულობდი  ნაცნობ  გმირებს  და   ზუსტად  ვასილ  კეჟერაძესავით  სახელებსაც  ვარქმევდი.   ღმერთო, როგორ  მიყვარდა მერკუციო! მერკუციოზე ვგიჟდებოდი. შემდეგ ჰოლდენ  კოლფილდი  შემიყვარდა.  ისიც თვლიდა, რომ   მერკუციო   რომეოზე  მაგარია .  ძალიან  მახარებდა  სხვაც  ჩემსავით  რომ  ფიქრობდა  და  ეს  სხვა  დიდი  სელინჯერი  გახლდათ.    მერე ამერია, რომელი  უფრო  მიყვარდა: ჰოლდენი  თუ  მერკუციო, თუ  დონ  დიეგო,თუ  ჟან ვალჟანი,თუ    .... მაგრამ  კოლფილდი  მაინც  ყველას  მერჩივნა  და  ასეა  დღემდე.     წაკითხულ  წიგნებს     ბევრჯერ გადავიკითხავდი   ერთგვარი  შიშით, ვაითუ,  ახლა  აღარ  მომეწონოს-მეთქი.  ყოფილა  ასეთი   შემთხვევებიც,  განვიხიბლებოდი    რატომღაც.  უსიამოვნო  შეგრძნებას მიტოვებდა  ეს  ამბავი.  დღეს  ისე  აღარ   მაღელვებს  აურელიანო  ბუენდიას    შფოთიანი  ცხოვრება. არც ბეტისა  და  მაქსის, არც  კილიმანჯაროს, არც  ბიძია  გევინის  ამბები  მაწუხებს  ისე  მძაფრად, როგორც  მაშინ.   ეს  ,,ვაითუ.."  დღემდი მაწუხებს.  . მაგრამ   ახლა  შვებულება  და  კითხვის  დღეები  მაქვს . ავდექი  და გადავიკითხე  კერეტი.  გადავიკითხე, უფრო  მშვიდად, არ  ჩამინთქავს.   ცოტა  ხანს  მეყოფა  ეს  ბედნიერება.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

მასწავლებლის  უფლებით

ყველას, ვინც  სკოლაში  მასწავლებლის  უფლებით  შევა,  უნდა  ახსოვდეს:

- თუ  ბავშვს  გამუდმებით  ააკრიტიკებენ,  ის  სიძულვილს  სწავლობს;

- თუ  ბავშვს  ცხოვრება  შუღლსა  და  ქიშპობაში  უხდება,  ის  აგრესიულობას  სწავლობს; 

- თუ  ბავშვს დასცინიან,  ის  გულჩათხრობილობას  სწავლობს; 

- თუ  ბავშვს წამდაწუმ  საყვედურობენ, მას  სამუდამოდ  გაჰყვება  დამნაშვეობის გრძნობა ;

- თუ  ბავშვს შემწყნარებლობის  ატმოსფეროში  ზრდიან,  ის  მოთმინებას  სწავლობს; 

- თუ  ბავშვს  ამხნევებენ,  ის  სიკეთესა  და  რწმენას სწავლობს; 

- თუ  ბავშვს  აქებენ,  ის  მადლიერებას სწავლობს;

- თუ  ბავშვი  პატიოსან  ხალხში  იზრდება,  ის სწავლობს  სამართლიანობას;

- თუ  ბავშვი მშვიდად  და  უსაფრთხოდ  ცხოვრობს,ის  ადამიანებისადმი  ნდობას  სწავლობს .

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

წიგნით შთაგონებული

    დიახ,  წიგნით შთაგონებული - მე  ასე  დავარქმევდი უენი ფელსტერისა (სცენარისტი) და ალენ  კულტერის(რეჟისორი) ფილმს.წიგნს  კი ,,თამაში ჭვავის  ყანაში  ჰქვია". კი, ნამდვილად  არის  რაღაც  სელინჯერისეული: მამებისა და შვილების  მარადიული  კონფლიქტი, მარტოობა, უფროსი ძმის  სიკვდილით დათრგუნვა,  ზრუნვა  პატარა  დაიკოზე, რომელიც,ასევე,  მარტოა  და  უმწეო  ამ სასტიკ  სამყაროში.    ამ  შემთხვევაში მარტოობა   სულაც  არ  არის  ფიზიკური  ცნება, უფრო ემოციური  მდგომარეობაა.მარტოა  ბიჭი, ტაილერ  ჰოუკინსი, მარტოა კეროლაინი, მარტოა  მამა ,უოლ-სტრიტ ჩარლზი მარტოა  ბიჭის  დედა. ამ გათიშულობის  მიზეზი კი უფროსი  ვაჟია, რომელმაც  შვიდი  წლის  წინ, საკუთარ დაბადების  დღეზე  მოიკლა  თავი,   სავარაუდოდ,  მარტოობის  გამო.  ძალიან  ჰგავს  ეს  ყველაფერი  ჰოლდენ კოლფილდის,ფიბის, ელის, სიმორ გლასის  ისტორიებს.სწორედ  ამიტომ მექმნება  სელინჯერის  ასოციაცია.,,თამაში, ჭვავის  ყანაში", ,,ძღვნად  ესმეს", ,,ჭერი  ასწიეთ", ,,ბანანათევზის  ამინდი"--ყველაფერი  ერთად  გამახსენდა  ფილმის  ყურებისას.
   
    ბიჭს  ტაილერ  ჰოუკინსი  ჰქვია(რობერტ  პატინსონი).სულ  წერს  და წერს  თავის  გაცვეთილ  ტყავის  ბლოკნოტში. წერს  კაფეში, ლექციაზე, შინ.  წერს  უფროს ძმაზე, რომელიც  აღარ  არის, პატარა  დაიკოზე.  ბრაზობს მამაზე (პირს ბროსნანი) წარამტებულ  ბიზნესმენზე,რომელიც    ჩაიკეტა  თავის  სამყაროში  და სულ  უფრო და უფრო  უჭირს  საერთო  ენის  გამონახვა  შვილებთან. უფრო მეტს  კი  ფიქრობს, ფიქრობს.  ძალიან  სუფთა  ბიჭია, შინაგანი  სხივით  განათებული. საბედნიეროდ,  მეგობარი  ჰყავს, აიდენი.ერთხელაც,შერმთხვევით შეხლა-შემოხლაში  მოჰყვებიან  და  იქიდან  იწყება  ყველაფერი.
     ფილმი  ემოციური  საყურებელია. ამ ემოციას  ამძფრებს  ფილმის  ფინალი:2009 წლის  9  სექტემბრის  ტრაგიკული დილა, ,,ტყუპების"  ნანგრევებზე  მიმოფანტული  ტაილერის  უბის  წიგნაკის  ფურცლები.
     
     ,, თითოეული  ადამიანის  სიცოცხლეს  აქვს  აზრი  და  თითოეულის  სიკვდილი  ცვლის  სამყაროს.  ჩვენ  არ  ვიცით  რა იქნება  ხვალ,  ამიტომ  ნუ  მიიღებთა  სიცოცხლეს  ჩვეულებრივად.  ნუ  გადადებთ იმას, რაც  ნამდვილად  გსურთ.ნუ  დატოვებთ  ნურაფერს  ბუნდოვანს,  და,  რაც  მთავარია,  დარწმუნდით,  რომ თქვენთვის  ძვირფასმა  ადამიანებმა  იციან  თქვენი  გრძნობების  შესახებ.  იმიტომ  რომ  ერთ დღეს  შეიძლეება  ეს  ყველაფერი  დამთავრდეს."


    პრაგმატიზმით  გულგაყინულ  სამყაროს  ტაილერისთანა  ადამიანები  ათბობენ.


    უყურეთ  ამ  ფილმს.
















  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

მგზავრობის ნაციონალური თავისებურებანი 2

      მძღოლი– ცენტრალური  ფიგურა  მგზავრობისას.აუცილებლად გაუპარსავი , მწეველი  და ნერვიული ბიძა  იქნება. ამ ბიძას   აუცილებლად ეყვარება  შუფუტინსკი, წვერებიანი, ჩახლეჩილხმიანი  ბლატნოი  ბიჭებზე  მომღერალი ჩამოფასებული შანსონიე. ჰოდა, იძულებული ხარ  უსმინო  ციმბირის ციხეში  ტანჯულ ცხოვრებაზე  მომღერალ კაი ბიჭის არიას. პროტესტი აქაც  არ  მოსული  პონტია. ნერვიულ ბიძას  აუცილებლად  გამოუჩნდება  მხარდამჭერი  მგზავრებიდან და სავარაუდოდ არაერთი. თუ  ძაან მიმწოლი ტიპი ხართ  და ჩე გევარობაც არ გეუცხოებათ, კი  ბატონო! გამოართვევინეთ.


  ცალკე თემაა მგზავრები,


      გაგიმართლათ, თუ  თქვენ წინ, უკან და გვერდით  ნასვამი მოქალაქე  არ  აღმოჩნდა.
      მე  აკვატორია  შემოვსაზღვრე, თორემ  ჯერ  არვის  არ  გამართლებია  ისე, 20  კაცში  ერთი  მაინც  არ  იყოს  ნასვამი, მით  უფრო  მწეველი.  მწეველები  ბლომად  არიან,  ამიტომ   შეეგუეთ  იმას,  რომ  ვიღაც  ზედ  ყურთან  გაგიბოლებთ.  

     აბა, რა  ქნას  მოქალაქემ, რა  მისი  ბრალია  თქვენ  რომ  არ  ეწევით? თან  მძღოლიც  მის  მხარესაა. კომფორტი  გინდა? გენაცვალე, იმგზავრე  საკუთარი  მანქანით.ადამიანებს  კი  მიეცი  ცხოვრების  საშუალება  - ეს ქრესტომათიული  ტექსტია, რითაც  ნიშნს  მოგიგებენ  და რასაც მგზავრთა  აბსოლუტური  უმრავლესობა  ერთსულოვნად ეთანხმება.


      მოკლედ, გოძილა, სიგარეტის  მწეველი მგზავრები, შუფუტინსკი, ბინძური სალონი და უზრდელი  მძღოლები  მგზავრობის  ნაციონალური  თავისებურების  ნაწილია.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

მგზავრობის ნაციონალური თავისებურებანი

თუ თქვენც ჩემსავით   ლიხს იქედან ლიხს აქეთ თვეში ორჯერ(უკეთეს ) ან  ყოველკვირა(უარეს შემთხვევაში) გიწევთ  წასვლა–წამოსვლა  და ყველაგამოცდაჩაბარებულის ხელფასი გადაადგილების მიკროავტობუსზე უფრო  კომფორტულ საშუალებისთვის  ჭეშმარიტად  არ  გყოფნით, მგზავრობის  ნაციონალური  თავისებურება   საკუთარ ტყავზე(პირდაპირი გაგებით) გექნებათ გამოცდილი.



 წარმოიდგინეთ თაკარა  ზაფხული, გამდნარი  აფალტი, შედედებული  ჰაერი.სადგური გადავსებულია  მიკროავტობუსებით, გატანჯულსახიანი  მგზავრებით, მოსიარულე,,სუპერმარკეტები", ნაგვით, მტვრით. ვთქვათ, მგზავრობთ დასავლეთის  მიმართულებით. აუცილებლად შემოგეგებებათ რეზინისჩუსტებიანი, ღიპგადმოგდებული და ჭიპბალნიანი  ოფლიანი  გოძილა, რომელიც გამოგართმევთ  და  დააბინავებს  თქვენს  ჩანთებს(თუ გაქვთ), შემდეგ თქვენს  თხუთმეტლარიანს შთანთქავს, მსუბუქად რომ ვთქვა, ზუნზლიან შარვლის ჯიბეში და საპატიო  ყარაულის  პონტში მიგაცილებთ  ავტობუსამდე. გოძილა  კიდევ  მრავალჯერ შეასრულებს ბადრაგის მოვალეობას  და ხან თითო–თითოდ, ხანაც ორ–ორად  ამოაცილებს და   კუთვნილ ადგილებზე  დააბინავებს  ხუთსაათიანი ტანჯვისთვის განწირულ  ადამიანებს. ყოველ ამოსვლაზე  გულდასმით  დაითვლის  თავისუფალ ადგილებს  და  ჭადრაკის ფიგურებივით გადასხამს თვითნებურად  გადაადგილებულ  მგზავრებს ,,ჩემი ძმა,გადადი იმ  ადგილზე, დიდუბეში უნდა ამოვიდეს  კაცი, მაგას ვარ შეპირებული. ქალბატონო, წინ ვერ   დაბრძანდებით, დაზანიატებულია" და ა.შ.  ყოველ ამოსვლაზე  გულისშემაწუხებელი  სუნით გაჟღენთს  ისედაც  შედედებულ  ჰაერს.არავინ აპროტესტებს, პირიქით, ყველას ერთი სული აქვს   დაუყოვნებლივ  შესრულდეს    ბრძანება, იქ  რომ  არ  დაყოვნდეს  ეს  ფრიად  საქმიანი  გოძილა. ბოლოს  დაადგება  საშველი  და  დაიძრება  ავტობუსი, ფანჯრიდან  მობერილი გამდნარი ასფალტის ოხშივარი სასიამოვნოდაც კი  გეჩვენება და   მთავრდება  მგზავრობის  ნაციონალური თავისებურების  პირველი ეტაპი.




    
       

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS