29.10.2014
ორშაბათი.
-ეს თუ ეს? ჰა?
ეს თუ ეს? არჩევანი პიჯაკსა
და ქურთუკს შორისაა
გასაკეთებელი.
- ეს. გოგო,ეს! ირჩევს ნანა ქურთუკს,
ვერ ხედავ რა ქარია?!
ნანა
ჩემი მეგობარია, კურსელი.
ცისფერთვალა, ნაზი არსება,
სიკეთითა და კეთილშობილებით სავსე. ბევრი
საერთო ტკივილი და სიხარული გვაკავშირებს. ამიტომ თბილისში
ჩამოსვლისას მისკენ გავრბივარ, მისი სტუმარი
ვარ, როგორც მაშინ, 21 წლის უკან
სოხუმში.ღმერთო, 21 წელი გავიდა. სტეინბეკს აქვს :,,ვიღაცამ თქვა სულიერი ჭრილობები ხორცდებაო. არაფერიც არ ხორცდება,
ის შეიძლება დაპატარავდეს, ნემსის ნაჩხვლეტისოდენა დარჩეს, მაგრამ მუდმივად
ღია და სისხლმდინარე.“ კი, ნამდვილად ასეა. არის
რაღაცები, რის დავიწყებასაც ვერ ახერხებ,
ცდილობ, მაგრამ ის მაინც ჯიუტად
მოძვრება შენს ფიქრებში, სიზმრებში.სხვისთვის მოწყენილსახიანი ქალი ხარ, ავტობუსისი ფანჯრიდან
მაყურებელი. მხოლოდ შენ და იმ დაუსაბამო ერთარსმა
იცით, იმ ფანჯრიდან რას ხედავთ.
დრო და
სივრცე ქრება. ადამიანის გონება
ერთადერთი მექანიზმია, რომელსაც აბსოლუტურად
განსხვავებული სუბსტანციის გაერთიანება
რომ შეუძლია. ჰოდა, შეიძლება მე-9 სართულიდან
ვარკეთილის რომელიღაც მიკროს ნაცვლად
სოხუმის კიარაზის ქუჩას ხედავდე, ქუჩაში ორ მაღალ - დაბალ არსებას, სიცილით რომ უმკლავდებიან ქარს. მაღალი
გაჩხიკული შენ ხარ, დაბალი
გაჩხიკული-ნანა.
მერე
ნანა და ლამზირა დეიდა ლიფტამდე მაცილებენ, ნანა სიცილით, ლამზირა დეიდა ბუზღუნით:
გეჭამა, გოგო, სად გარბიხარ. მე მუდმივად
სადღაც გავრბივარ, ყოველთვის სადღაც მეჩქარება. დრო არასდროს
არ მყოფნის. ახლაც ტრენერთა ტრენინგზე
მეჩქარება მასწავლებელთა სახლში.
ამისთვის ვინათხოვრე უხელფასო
შევბულების 4 დღე. სხვანაირად არ ხერხდება.
სულ ათნი
ვართ.ყველა სკოლაში ასწავლის, ჩემ გარდა ყველა სტაჟიანი
ტრენერია. რაც მე წელს წყვილ-წყვილად
ვაბარე გამოცდები, ხან ამაზე, ხან იმაზე, მაგრამ
გასაუბრებაზე ვერც ერთხელ ვერ
მოვაწონე თავი. კი, დამრჩა კითხვები, ეჭვებიც, მაგრამ რაც იყო,
იყო. არც ამ კონკურსზე
ველოდი ხეირს, მაგრამ დამირეკეს, დამიბარეს და მეც
აქ ვარ, სექტემბრის ქარიან
და ნაღვლიან დღეს. ტრენინგი ხვალ მთავრდება. ზეგ სკოლაში მივბრუნდები.
17-18-19-ში უკვე მე უნდა ჩავატარო,
სამეგრელო-ზემო სვანეთი ჩემი რეგიონია. სვანეთიდან არავინ დარეგისტრირებულა ,,eTwinning-ზე“. სამეგრელოში კი მარტვილი-ფოთი-წალენჯიხა-ზუგდიდის ხალხი როგორ
და სად
გავაერთიანო, კარგა ხანია ვფიქრობ.
9-ის
ნახევარია. ამ დროს თბილისს ჯერ
კიდევ ძინავს. ქალაქი
გვიან იღვიძებს. სანამ ყვითელი
ავტობუსი მოვა დედას ვურეკავ.
როდის მოვალ და რით ვერ გათავდა ჩემი სწავლა-განათლება
დედაჩემის მუდმივი სასაყვედურო-საკითხავია.
ვდგავარ ქარში და მორჩილად
ვისმენ დილის პორცია
საყვედურებს. ერთი ასეთი საღამოსაც
მელოდება, მერე ჩამაბარებს პატაკს, ჩემმა
ძმამ როგორ დააგვიანა, მეზობლის ბავშვს
სიცხე როგორ მისცა, ქორწილშიც ვყოფილვართ
დაპატიჟებული. მამშვიდებს ეს ხმა. იბუზღუნოს, თანახმა ვარ. წვიმს
თურმე სამეგრელოში. აქ კი ქარია,
ვარდისფერ-ყვითელ ცელოფნის პარკებს მოაფრიალებს.
ოჰ, ღმერთო, როგორე გვიყვარს
ნაგავი. ნაგავი ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
სიგარეტის ნამწვავები, ბანანის ქერქები,
ქაღალდის ყუთები, პლასტმასის ბოთლები,
ცელოფნის პარკები ყველგან...
მეტროს ჩასასვლელი ჩაბინძურებულ-ჩაოხრებული. ასე გვიყვარს
ქართველებს მამული. მათხოვრები ქუჩაში, მეტროში, ვაგზალში. საცოდავი მოხუცები, ბავშვები, ავადმყოფები საწყალი ხმით ,,დამეხმარეთ, დამეხმარეთ, დამეხმარეთ“. მე
ხან ჯიბეებს ვიჩხრეკ, ხან ჩანთას ვიქექავ. რას
უშველით ჩემი საცოდავი თეთრები, მაგრამ მაინც ვერა ვარ გულგრილი.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ
დამნაშავე ვარ და ხანდახან თავჩაღუნული
გავრბივარ ამ ხმისგან. მაინც მესმის, რაც
არ უნდა შორს გავიქცე
.მესმის დიდხანს და ჰაერი არ მყოფნის.
ვერასდროს მივეჩვევი ამას, რაღაც
არასწორად კეთდება, რაღაც არასწორად
ვცხოვრობთ. ადამიანი აღაარაა
ღირებულება.
,,პურის
ფული მომეცით, ბიძიებო! პური მომიტეხეთ,
შვილებო!“- სუსტი, გალეული, ლურჯი ,,ბაილონის“
შარვალ-პიჯაკიანი ბაბუა ჩაწითლებული თვალებით
და აკანკალებული ხელით დადის
ფუთებსა და ჩემოდნებზე
დამსხდარ, მასავით გაუბედურებულ ხალხს შორის. არავის
სცალია მისთვის და არავის აქვს არც
პური და ფული მით უფრო. ის
კი დადიოდა ცრემლიანი, პურს ითხოვდა. პური
არ გვქონდა. სიკვდილს გამოქცეულ
ადამიანებში სულ ტყუილად ეძებდა
თანაგძნობას. ადამიანებს მისთვის არ ეცალათ. არც მე,
ქვაფენილზე გადარჩენილთა შორის მოხვედრილს. ,,პური
მშიოდა და არ მაჭამეთ,
წყალი გთხოვეთ და არ მასვით, მციოდა და არ გამათბეთ, სად გნახეთ უფალოო. ყოველი თქვენთან
მოსული და თქვენგან
არგანკითხული მე ვარო“.
ბევრი სახე წაიშალა
ჩემი მეხსიერებიდან და ბევრი ხმა დამავიწყდა,
მაგრამ ის ჩემგან
არგანკითხული ცრემლიანი ბაბუა მუდმივად მახსოვს, დარჩა და დარჩა სინდისის
ხმად. 21 წლის უკან ნანახი მოხუცის
თვალებში ღმერთი ჩანდა, აქ,
ახლა, მეტროს მეორე ხაზის გადასასვლელთან შესაწირის
ყუთებთან მიმსხდარ, ჯანიანი, ღიპიანი
ღვთისმსახურების გამოხედვაში-არა.
ტრენინგი
არის საინტერესო. საინტერესო ადამიანები
გავიცანი. გლდანში რატომაა ყოველთვის
ქარი? ეჰ, ჩემო ასუსა, რატომ
მღალატობ, ხოლმე? ასე იყო ჩაქვშიც.
წავიღე სამუშაოდ. ნურას უკაცრავად! სხვა WI-FI-ის არ აღიარებს.
ახლაც ვერაფერი გაუგო IT მენეჯერმა. შესვენებაზე
ბიბლიოთეკის კომპით გადავათავლიერე FACEBOOK-ზე
ინფორმაცია. ირიშკას შევეხმიანე, აქა ვარ-მეთქი. ირინა ჩემი
მეზობელი და ბავშობის
მეგობარია. აქ ცხოვრობს. მუდმივად მსაყვედურობს, რომ არ ვნახულობ. ჰოდა შევეხმიანე.
ამ დროს დამირეკეს.
ერთკვირიანი დღიურის დაწერა მთხოვეს.საიდან გაიგეს ჩემი
არსებობა,დავინტერესდი და ისეთი ადამიანის რეკომენდაცია
მითხრეს, ეგრევე განვეწყვე მათ მიმართ დადებითად. აი
დღეს მაინც უნდა ვიყიდო
ტელეფონი თორემ ჩემი პრეისტორიული ნოკია უკვე ურევს.
ტრენინგიდან პირდაპირ ცენტრალში გავვარდი. დავდივარ მაღაზიიდან
მაღაზიაში, ტელეფონს ვეძებ. ვადარებ პროცესორს, რამს, პიქსელებს, კამერას. იმდენ ხანს ვეძებ და იმდენ კითხვას ვსვამ,
ეჭვი აქვთ, რომ გაქურდვას
ვაპირებ. სუნამოსაც ასე ვარჩევ და კონსულტანტებს
სახეზე აწერიათ, ან იყიდოს ან დაიკარგოს აქედან!
ავირჩიე, როგორც იქნა. ვაშა! ავცდები
კოლეგების საყვედურებს კორპორაციულ
ბარათს რომ არ ვხმარობ.
აჰა, ბატონო, ორბარათიანი სამსუნგი. ვრეკავ და ვრეკავ დღეიდან.
ამ რჩევა-რჩევაში ირიშკამაც
დამირეკა. შევხვდით. ღმერთო, რა ლამაზია. ისევ ისეთია,
სულ არ
ჰგავს სამი შვილის, სტუდენტის დედიკოს.
წავედით, ახალი ბინა დავათვალიერეთ. ძალიან მიხარია
მისი კარგად ყოფნა, იმსახურებს ამას. წუხს, სკოლა და სწავლება არ მოსწონს. რამდენ
საგანში ვამზადო ბავშვი,
ან მთელი დღე სწავლის
მეტი არაფერი ქნას? ბავშვობა წავართვი, არადა სკოლაში
არაფერს ასწავლიან და რა ვქნაო? მომბეზრდა, მუდმივად მე ვამბობ საყვედურებს, მასწავლებლებს ხომ ვძულვარ, მშობლებიც
არ მეთანხმებიანო. იწუწუნა და იწუწუნა.
მართლაც, რა უნდა ქნას? იქნებ,
ყურადღება არ მიაქციოს, ვის
უყვარს და ვის სძულს და მოსთხოვოს,
მოსთხოვოს სკოლას მუდმივად
და დაჟინებით სწავლების
ხარისხი. ჰა? თქვენ რას იტყვით?
მერე
ვისხედით,ვწრუპავდით წვენებს, ვიხსენებდით ბავშვობას, ვიცინეთ. ყველა
და ყველაფერი აინტერესებდა
ჩვენი ქუჩის შესახებ.
მე ვყვებოდი, ის იცინოდა. ძალიან
ბევრი ,,გახსოვს?“ ვუთხარით ერთმანეთს.
აბა, როგორ არ გვახსოვს, ორივეს გვახსოვს
რომ მოთოვა 31 დეკემბერს.
ღამის 2
საათზე რომ გავვარდით ახალი წლის მისალოცად ერთთან. სამეგრელოში წესი აქვთ,
ახალ წელს პირველად
მისულმა ნედლი რამ და ტკბილი
უნდა მიიტანოს სტუმარმა. კამფეტები გვეყარა
ჯიბეში. ნედლი კი, მიიხედ-მოიხედა ირინამ და მანდარისნის
ხეს უშველებელი ტოტი მოატეხა. დაგვხოცავს
ოჯახის უფროსი, აწი რას გაიხარებს ეს ხე-
მეთქი. არაფერიც, ახლა ზამთარია, წვენთა
მოძრაობა შეჩერებულიაო. წვენთა
მოძრაობაზე ცალკე ვიცინეთ მაშინ და ახლაც.
უცნაურია, რა მარტივი რაღაცები ახარებთ
ადამიანებს. შემდეგ მისმა უმცროსმა სპექტაკლი დადგა პერსონალურად ჩემთვის. მერე უფროსიც გოგოც
მოვიდა. გამიყვანეს სახლამდე.
კარგი დღე იყო ორშაბათი.
სამშაბათი. 30.10.2014.
დღეს
სახლში მივდივარ. ვამთავრებ
ტერნინგს. სავარაუდოდ, 9-ზე შინ ვიქნები. მიხარია, მიხარია, მიხარია. ხვალ სკოლაში
გავალ. დამინახავენ თუ არა საღამოს
ფბ-ში ხან ერთი მეტიჩარა მწერს ,,მაააას, არ მოდიხართ?
მოდით რა
მალე!“ და ხან - მეორე.
ამ დროს შრომითი
ხელშეკრულება დამოკლეს მახვილივით
ჰკიდია ჩემს თავზე.
არ მეკუთვნის ერთწლიანი.
კანონის შესაბამისად უვადო უნდა გამიფორმონ, ოღონდ ჩემი დირექტორი არაა თანახმა. ,,გამაფრთხილეს, არ მაქვს უფლება,
ჩვენ ასე გვითხრეს!“
- შეუვალია ქალბატონი
ნ. ვინ გააფრთხილა, ვინ უთხრა, ვინ
ერევა სკოლის საქმეში-არ
ამხელს. წამოსვლამდეც ვისაუბრეთ. გადავრეკავ და დავაზუსტებო. მე კი ვიცი, რომ უვადო
მეკუთვნის, ვერ ვხვდები გაჯიუტების
მიზეზს. წასვლამდე კიდევ ერთხელ ვთხოვე, ჩამოსულზე ვისაუბროთო. ჰოდა, მელოდება უსიამოვნო საუბარი. გამათავისუფლონ, რაც იქნება,იქნება. ისე, საინტერესოა, უხელფასო შვებულებიდან
რანაირად მასესხა დღეები, ანუ
შრომითი ურთიერთობა რანაირად
შემიჩერა შრომითი ურთიერთობა
შეწყვეტილ ადამიანს? აი,ფოკუსი!
ამ
საღამოს ტელეგადაცემაა ჩემი
მონაწილეობით. საქმე გახლდათ
ასე: 2 კვირის უკან დამირეკეს
1-ლი არხიდან, სასკოლო საქმიანობაზე, სერტიფიცირებაზე და სქემაზე სასაუბროდ.
ჩემი მეგობრებიც მიუწვევიათ.
წავედი უფრო მათი
ხათრით. ისინი არ
მოვიდნენ, პირველად არ
ხდება, რომ ვწბილდები. დიდხანს ვყოყმანობდი, ბოლოს მაინც
მისვლა გადავწყვიტე. დავჯდები, მოვუსმენ, წამოვალ-ეს იყო
გეგმა მაქსიმუმი. ააჰ, არაა.
ვერ გავჩერდი. ხანდახან
მგონია, რომ ჩინოვნიკები აზრზე
არ არიან თავიანთი
სამსახურის სპეციფიკის. როცა მინისტრის
მოადგილე დაცარიელებული მთის
სკოლაზე ამბობს, რომ დირექტორმა
უნდა იზრუნოს მის
ინფრასტრუქტურაზე, შეაწუხოს
თემი და ა.შ. ცინიზმი
მგონია. უკაცრავად, რომელი თემი,
თითო სოფელში 5-6 მოსახლე რომაა და ისიც ხანდაზმული
ადამიანები? რატომ დგება მუდმივად
სამინისტრო განზე სკოლის
პრობლემებისას, ვერ ვხვდები. უკმაყოფილო წამოვედი
ჩაწერიდან. რა მალაპარაკებდა, ვინ მეწეოდა
ენაზე. ვინმეს აინტერესებს
სკოლა და მასწავლებელი? როგორ გავუღვიძოთ
მოტივაცია ბავშვებსო. ასე
და ისეო - მინისტრის მოადგილემ.
ასე უნდა
იყოსო. სადღეგრძელოსავით გამოსდით ამათ. აი, კარგი, ენაში გაკრეფილი , ჰალსტუხიანი თამადა
რომ დაიწყებს ავანსების გაცემას და
ხოტბის შესხმას, ზუსტად
იმნაირად. უმოტივაციო მასწავლებელი როგორ
შეძლებს ბავშვების მოტივაციის
ამაღლებას, ვინმე ფიქრობს? ჩინოვნიკების ხელფას-პრემია
ნაწვიმარზე მოსულ სოკოსავით
რომ იზრდება, 60 ლარით ხელფასგაზრდილი სერტიფიცირებული მასწით
სურთ საგანმანათლებლო სიტუაციის
შეცვლა? კი, მინდოდა პირში წყლის
ჩაგუბება, მაგრამ არ გამომივიდა. სერტიფიკატებით მასწავლებლობის უფლება
მოიპოვეს თორემ გარანტია არაო. აქ
მიღალატა სწორედ მოთმინებამ.
გადაცემის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა შეგრძნება ,
რომ სახელმწიფო მუდმივად
გვატყუებს, რომ ჩინოვნიკების კლიმატდარეგულირებული კაბინეტიდან
არ ჩანს არც
ინფრასტრუქტურა განადგურებული სკოლები ,
არც ჩაშლილი ან
უვარგისი გაკვეთილები, არც კონფორმისტი
და მეტწილად უუნარო
ადმინისტრატორები, რომლებსაც
საკუთარი ნებაც კი
არ გააჩნიათ, კომპეტენციაზე რომ
არაფერი ვთქვა. არც
მოტივაციადაკარგული, სამარცხვინოხელფასიანი მასწავლებელი. არაფერი
არ ჩანს. ან ლამაზად
ჩანს, პოტიომკინის სოფელივით.
მთავარსარდალი კი თავის ჯარისკაცებს თუ არ უფრთხილდება, ყველა ომი წაგებული აქვს.
არის ასეთი შესანიშნავი ფილმი ,,რიგითი რაიანის გადასარჩენად". მე-2 მსოფლიო ომში რაიანების ოჯახს სამი ვაჟი ერთ დღეს დაეღუპა. მთავარსარდლობა გადაწყვეტს, რომ მათი მეოთხე ვაჟი გამოიწვიოს ფრონტიდან და ოჯახს დაუბრუნოს.მოქმედება ნორმანდიაში ხდება 1944 წელს.ნამდვილ ჯოჯოხეთს გამოივლის მთელი რაზმი, მაგრამ საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩენენ ჯეიმს რაიანს. ფილმი მძიმე საყურებელია, დატვირთული სპილბერგისეული ეფექტებით, ბევრი სისხლითა და სიკვდილით, მაგრამ რაღაცნაირად იმედიანიც. ადამიანი მნიშვნელოვანია. სახელმწიფო პატივს სცემს მისთვის თავდადებულს. თვით სიკვდილის პირისპირაც არ ტოვებს მარტო, ახსოვს, აფასებს, უფრთხილდება.
ვინმეს შეიძლება უტრირებულად მოეჩვენოს ან არასწორ ასოციაციად,ინტერპრეტაციად,რაც გნებავთ,ის თქვით, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ფიქრისას ეს ფილმი მახსენდება.
მასწავლებელი სრულიად აბსურდული მიზეზით შეიძლება სკოლიდან დაითხოვონ. დირექტორს შეიძლება რაღაც მოეჩვენოს და საკუთარ ფობიებს შესწიროს მოსწავლეთა ინტერესებიც და ადამიანის ნერვებიც. სამწუხარო სხვა რამეცაა, არ არის ასეთი დირექტორი გამონაკლისი და ვერანაირი გამოცდა ამას ვერ უშველის. ყველაფერი დასწავლადია. დღეს სახლიდან გაუსვლელად შეიძლება ადამიანმა ისწავლოს გასაუბრებისთვის ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის გადაცემის ხერხი. სამწუხაროდ, გამსაუბრებლები თურმე აპლიკანტთა კბილებს უფრო ითვლიან პირის ღრუში, ვიდრე რეალურ საქმეებს. ამას თუ დავუმატებთ მამაპაპურ ნეპოტიზმს, ვერნაირად ვერ ვიქნები მშვიდად თუ ჩემი სამუშაოს შემფასებლად ასეთი ადმინისტრაცია იქნება. წარსულის მწარე გამოცდილება მალაპარაკებს. რაღა წარსულის, ჩემს ირგვლივ არაფერი შეცვლილა ამ გაგებით, სრულიად არაფერი.
საშიშია, როცა ამნაირი ადამიანების ნებაზე ხარ დამოკიდებული. საშიშია, როდესაც კანონი ვერ გიცავს თავკერძასგან, საშიშია გაჩუმებული პროფკავშირი, საშიშია ,,სკოლის საქმეში ვერ ჩავერევით" პოზიცია. მე, საქართველოს პროვინციის სოფლის სკოლის მასწავლებელს მეშინია მომავლის. მუშაობა არ მაფრთხობს, არც გამოცდები,(რაც კი საგანმანათლებლო სფეროში ჩატარდა, აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს ჩაბარებული) არც სქემა, პირიქით, ახალი გამოწვევაა, ახალი ინტერესი. მე მეშინია ამანირი ადამიანების. თუ მსგავსი შემაფასებს , და არაა გამორიცხული ასეთი აღმოჩნდეს, სასამართლოში უნდა ვამტკიცო ჩემი სიკეთე? სხვა მექანიზმი არსებობს თავის დაცვის? რა აზრი აქვს მაშინ საერთოდ რამეს?
მასლოუს თეორიით უსაფრთხოება, ფიზიოლოგიურთან ერთად, ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი და ფუნდამენტური მოთხოვნილებაა.სხვა დანარჩენი, სიყვარული,დაფასება,თვითრეალიზაცია, შეძენილი სახისაა. ადამიანს უფრო მაღალი მოთხოვნილება მაშინ უჩნდება, როდესაც მასზე დაბალი საფეხურის მეტნაკლებად მაინცაა დაკმაყოფილებული. ეს წესი მარტო მოსწავლეებზე კი არა ჩვენზეც ვრცელდება.
არ ვარ უსაფრთხოდ თუ ვინმეს ნებაზე და ,,შინაგან რწმუნებაზე" ვართ დამოკიდებული. ისე კი, თუ ჯარისკაცს შეგნებული აქვს, რომ მისი სიცოცხლე არავის ადარდებს, ყველა ომი წაგებულია.აი, ასეთი დარდიანი ფიქრები მომდის ხოლმე, იმ გადაცემის გახსენებისას.
არის ასეთი შესანიშნავი ფილმი ,,რიგითი რაიანის გადასარჩენად". მე-2 მსოფლიო ომში რაიანების ოჯახს სამი ვაჟი ერთ დღეს დაეღუპა. მთავარსარდლობა გადაწყვეტს, რომ მათი მეოთხე ვაჟი გამოიწვიოს ფრონტიდან და ოჯახს დაუბრუნოს.მოქმედება ნორმანდიაში ხდება 1944 წელს.ნამდვილ ჯოჯოხეთს გამოივლის მთელი რაზმი, მაგრამ საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩენენ ჯეიმს რაიანს. ფილმი მძიმე საყურებელია, დატვირთული სპილბერგისეული ეფექტებით, ბევრი სისხლითა და სიკვდილით, მაგრამ რაღაცნაირად იმედიანიც. ადამიანი მნიშვნელოვანია. სახელმწიფო პატივს სცემს მისთვის თავდადებულს. თვით სიკვდილის პირისპირაც არ ტოვებს მარტო, ახსოვს, აფასებს, უფრთხილდება.
ვინმეს შეიძლება უტრირებულად მოეჩვენოს ან არასწორ ასოციაციად,ინტერპრეტაციად,რაც გნებავთ,ის თქვით, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ფიქრისას ეს ფილმი მახსენდება.
მასწავლებელი სრულიად აბსურდული მიზეზით შეიძლება სკოლიდან დაითხოვონ. დირექტორს შეიძლება რაღაც მოეჩვენოს და საკუთარ ფობიებს შესწიროს მოსწავლეთა ინტერესებიც და ადამიანის ნერვებიც. სამწუხარო სხვა რამეცაა, არ არის ასეთი დირექტორი გამონაკლისი და ვერანაირი გამოცდა ამას ვერ უშველის. ყველაფერი დასწავლადია. დღეს სახლიდან გაუსვლელად შეიძლება ადამიანმა ისწავლოს გასაუბრებისთვის ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის გადაცემის ხერხი. სამწუხაროდ, გამსაუბრებლები თურმე აპლიკანტთა კბილებს უფრო ითვლიან პირის ღრუში, ვიდრე რეალურ საქმეებს. ამას თუ დავუმატებთ მამაპაპურ ნეპოტიზმს, ვერნაირად ვერ ვიქნები მშვიდად თუ ჩემი სამუშაოს შემფასებლად ასეთი ადმინისტრაცია იქნება. წარსულის მწარე გამოცდილება მალაპარაკებს. რაღა წარსულის, ჩემს ირგვლივ არაფერი შეცვლილა ამ გაგებით, სრულიად არაფერი.
საშიშია, როცა ამნაირი ადამიანების ნებაზე ხარ დამოკიდებული. საშიშია, როდესაც კანონი ვერ გიცავს თავკერძასგან, საშიშია გაჩუმებული პროფკავშირი, საშიშია ,,სკოლის საქმეში ვერ ჩავერევით" პოზიცია. მე, საქართველოს პროვინციის სოფლის სკოლის მასწავლებელს მეშინია მომავლის. მუშაობა არ მაფრთხობს, არც გამოცდები,(რაც კი საგანმანათლებლო სფეროში ჩატარდა, აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს ჩაბარებული) არც სქემა, პირიქით, ახალი გამოწვევაა, ახალი ინტერესი. მე მეშინია ამანირი ადამიანების. თუ მსგავსი შემაფასებს , და არაა გამორიცხული ასეთი აღმოჩნდეს, სასამართლოში უნდა ვამტკიცო ჩემი სიკეთე? სხვა მექანიზმი არსებობს თავის დაცვის? რა აზრი აქვს მაშინ საერთოდ რამეს?
მასლოუს თეორიით უსაფრთხოება, ფიზიოლოგიურთან ერთად, ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი და ფუნდამენტური მოთხოვნილებაა.სხვა დანარჩენი, სიყვარული,დაფასება,თვითრეალიზაცია, შეძენილი სახისაა. ადამიანს უფრო მაღალი მოთხოვნილება მაშინ უჩნდება, როდესაც მასზე დაბალი საფეხურის მეტნაკლებად მაინცაა დაკმაყოფილებული. ეს წესი მარტო მოსწავლეებზე კი არა ჩვენზეც ვრცელდება.
არ ვარ უსაფრთხოდ თუ ვინმეს ნებაზე და ,,შინაგან რწმუნებაზე" ვართ დამოკიდებული. ისე კი, თუ ჯარისკაცს შეგნებული აქვს, რომ მისი სიცოცხლე არავის ადარდებს, ყველა ომი წაგებულია.აი, ასეთი დარდიანი ფიქრები მომდის ხოლმე, იმ გადაცემის გახსენებისას.
თბილისშიც
გაწვიმდა. როგორც იქნა ვუყიდე დედას დაბარებული დიდი ქოლგა. აჰ, ეს მგზავრობა.
რამდენიმე პოსტიც კი მაქვს მიძღვნილი
ბლოგზე . თუ თქვენც, ჩემსავით , ლიხს
იქედან ლიხს აქეთ თვეში ორჯერ (უკეთეს ) ან ყოველკვირა (უარეს შემთხვევაში) გიწევთ
წასვლა–წამოსვლა და ყველაგამოცდაჩაბარებულის ხელფასი გადაადგილების მიკროავტობუსზე
უფრო კომფორტულ საშუალებისთვის ჭეშმარიტად არ გყოფნით, მგზავრობის
ნაციონალური თავისებურება საკუთარ ტყავზე (პირდაპირი გაგებით) გექნებათ
გამოცდილი. „ მგზავრობის ნაციონალურ
თავისებურებებს ორი პოსტი მივუძღვენი 2011 წელს დავწერე
ბლოგზე (meripopinsisblogi.blogspot.com2011//07/blog-post_15.htm)
,ეეჰ, დიდად არაფერი
შეცვლილა. არც გრაფიკი, არც წესრიგი,
არც მომსახურების კულტურა.
სკამები ისე ახლო ახლოს
არის ჩაჭედილი, მართკუთხედის
ფორმას ღებულობ ხუთსაათიანი
მგზავრობის შემდეგ. ვიღაც ჩათქვირული
დეიდა დაჯდა ჩემ გვერდით.
აშკარად ბაასის ხასიათზე
იყო, მაგრამ შეციებულ-მოშიებულს მხსნელად
ქეთი მელუა მყავს. გავიკეთე ყურსასმენები და დეიდამ
მცდელობის მიუხედავად სიტყვა
ვერ დამაძვრევინა. მერე იქითა მეზობელზე გადაერთო.
დედა
ჭიშკართან დამხვდა ღამისა და წვიმის მიუხედავად. ეს ძალიან
მაგარი შეგრძნებაა, როცა დედა გელოდება. ამქვეყნიური და იმქვეყნიური ანგელოზი, მხოლოდ შენთვის გამოგზავნილი. მნახა თუ არა, დაკეცა
ანგელოზის ფრთები, ისევ დედა გახდა. რაღაცნაირი, დაღლილი
სამშაბათი იყო.
1.10.2014
ოთხშაბათი
-ტომ! -პასუხი არ არის. სულ ეს მახსენდება
დილით ჩემი ლოგინიდან
გამოტყუების მცდელობისას.
-ადექი, ეკა, წავიდნენ ბავშვები! ეს
დედა მეძახის. მე თავზე ვიხურავ საბანს
და ერთხანს ასე ვარ. ადექი,
არ მიდიხარ სამსახურში? ადექი, იცოდე, მეტს აღარ დაგძახებ! ათწუთიანი
ინტერვალებით მაკითხავს ოთახში.
მერე ზუსტად ისე, ბარონ მიუნჰაუზენმა
ჭაობიდან საკუთარი თმით რომ ამოზიდა
საკუთარი თავი, ვდგები
და მთელ სამყაროზე
ვარ გაბრაზებული. 4 საათზე დაძინებული
8-ზე ფეხზე უნდა ვიყო. მეტი ძილი არ გამომდის.ჰოდა, რა გასაკვირია ჩემი დილის დაღვრემის
ამბავი. ამიტომ მიყვარს
ზაფხული, ძილის თავისუფლება
რომაა. სკოლა არც ისე ახლოს მაქვს. ხან
ვის მივყავარ და ხან ვის. ხანაც ტაქსით
მივდივარ. წასვლამდე ფოსტას
ვამოწმებ. ოპაა, აფეთქებულა facebook-ი. მასწავლებლების ჩემს და სხვა ჯგუფებშიც წუხანდელ
გადაცემაზე მსჯელობენ. WOW! მოსწონთ.
მე კიდევ
მეგონა, არ მოეწონებოდათ. ახლა ისევ გადაცემაზე ვფიქრობ. წუხელ სულთმობრძვავი
სილქნეტით ვუყურე, არ მომეწონა
საკუთარი თავი. უფრო მწვავე კითხვებიც
შეიძლებოდა. წინ ფორთხვით
მივდივართ, უკან მწყობრი
ნაბიჯით. .
გუშინდელ გადაცემას კრიტიკული თვალით შევხედე და დამრჩა უკმარისობის გრძნობა,უპირველესად, საკუთარი თავისადმი. მე ვერ ვთქვი ის , რასაც ელოდნენ ჩემი კოლეგები და მეგობრები ჩემგან. ზოგადად, მიკროფონთან ვერ ვმეგობრობ, მაბნევს და სათქმელს მავიწყებ .
გუშინდელ გადაცემას კრიტიკული თვალით შევხედე და დამრჩა უკმარისობის გრძნობა,უპირველესად, საკუთარი თავისადმი. მე ვერ ვთქვი ის , რასაც ელოდნენ ჩემი კოლეგები და მეგობრები ჩემგან. ზოგადად, მიკროფონთან ვერ ვმეგობრობ, მაბნევს და სათქმელს მავიწყებ .
აბსტრაქტული საუბრებით იგერიებს სამინისტრო
ჟურნალისტებს, რომლებიც განათლების საკითხებით მხოლოდ ახლა ინტერესდებიან და წვრილმანებში
არ არიან ჩახედული. ეშმაკი კი დეტალებშია. კონკრეტულად, რომელ საგანში რა იყო რთული
და რა გაამარტივეს-არ ამბობენ. დამრიგებლის ფუნქციებში დაამატეს, მშობლებთან სავალდებულო
კონტაქტი. უკაცრავად, აბა, მე რას ვაკეთებდი ამდენი წელი?! ესაა სიახლე? რაც შეეხება
სქემას, გავაცანით მასწავლებლებსო.
შარშან ჩაქვში პირველ ეროვნულ კონფერენციაზე წარადგინეს დრაფტი. მის მერე ვიხვეწებით
მასწები, ჩაგვახედეთ, გვაჩვენეთ, ჩვენი რა აქტივობა რამდენი კრედიტით ფასდება, -არ
იციან. ჯერ არ გვაქვს
შემუშავებულიო. ანუ, ჯერ იმშობიარეს
და მერე დაორსულდნენ-ასეთ მდგომარეობას ჰგავს
ეს ამბავი. ტყუილია, რომ მასწავლებლის პრესტიჟისთვის ზრუნავენ. სახელმწიფომ გაგვაფრთხილა, 2014-2015
სასწავლო წელს მე უნდა მყავდეს ყველა სერტიფიცირებული. ვინც საგანი იცის, იმან მარტივად
ჩააბარა. დამიჯერეთ, არაფერი უკითხავთ, მასწავლებელმა რომ არ უნდა იცოდეს. უმრავლესობამ
ვერ მოახერხა. არის კატეგორია, რომელიც ვერასდროს ვერ მოახერხებს
ამას, სამწუხაროდ. თუმცა 2000 ადამიანია ისეთი, რომელმაც ჩააბარა, სახელმწიფოს
დაკვეთა შეასრულა და სახელმწიფომ ,,გადააგდო". სამინისტრომ ისინი სკოლაში არ შეუშვა.
დატოვა სკოლა 2000 სერტიფიცირებულის გარეშე. ქალბატონმა ლია გიგაურმა კი ბრძანა, ვაკანსიები
გვაქვს სადღაც, მთებში, არაქართულ სკოლებში და იქ მობრძანდნენო, ფულსაც დავუმატებთო.
უკაცრავად, ჩემი ნაცნობი, რომელმაც ბავშვი გააჩინა, პარალელურად თავი არ აუწევია წიგნებიდან
და სახელმწიფო დაკვეთა შეასრულა, გადასაკარგავში უნდა წავიდეს, დატოვოს ოჯახი და არასერტიფიცირებული,
რომელმაც აბარა,აბარა და ვერ დაამტკიცა ელემენტარულის ცოდნა, მშვიდად უნდა გადადიოდეს
იქვე, ახლო სკოლაში? რატომ? სადაა ლოგიკა?
რატომ დაჩაგრა ის ხალხი, ვინც მისივე მოთხოვნები შეასრულა და არც სხვა მოთხოვნებს
შეუშინდება. რა მოიგო ამით სკოლამ, მოსწავლემ, სახელმწიფომ?
არაფერი, სრულიად არაფერი, პირიქით, დემოტივირებული გახდა პედკორპუსის ყველაზე
აქტიური ნაწილი. ელიტური გახადეს საქართველოში განათლება. ვისაც
ფული აქვს, მისი შვილი სწავლობს სრულყოფილ სკოლაში. სწორია ეს? ასე ზრუნავს სამინისტრო
მასწავლებლის პრესტიჟზე. აი ,ასე, მუდმივად არაკვალიფიციურზე აკეთებს აქცენტს. ჩვენ
კი ვიცით რა არის ამის მიზეზი: სახელმწიფოს ფული არ აქვს. განათლებისთვის არავის არ
სცალია. სერტიფიცირებული მეტი ხარჯია სკოლისთვის. მეტი გეყოლება? მეტი უნდა გადაუხადო.
დაფინანსება კი ამ სფეროს არ გაზრდია. ჰოდა, ურჩევნიათ დაბალკვალიფიციური, დაბალანაზღაურებადი უმრავლესობა. თუ ესაა მასწავლებლის პრესატიჟზე
ზრუნვა, მაშინ მე ბოდიში,
მაგრამ ვეჭვობ, რომ - არა. ქალბატონმა ლიამ ისიც ახსენა, მათ მასწავლებლობის
უფლება მოიპოვეს, თორემ გარანტია არაო. ეს კიდევ ერთი ხელისკვრა ამ პროფესიის ადამიანისადმი.
ჯერ უნიში მოვიპოვე მასწავლებლობის უფლება, შემდეგ ვაბარე გამოცდები და ოთხჯერ მოვიპოვე ის უფლება თავიდან.
გეკითხებით,რატომ არ უნდა ვიყო დაცული სისტემისგან? გეთანხმებით, მასწავლებლის პრაქტიკულ უნარებს თეორიული
გამოცდა ვერ განსაზღვრავს. ვიცი ძალიან
კარგი არასერტიფიცირებული და პირიქით,
ამ საბუთს ამოფარებული,სრულიად უნიათო
ადამიანი. ანუ, სერტიფიკატი არაა ინდულგენცია და შეიძლება სკოლისთვის
აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყოს მასწავლებლობის
უფლებამოპოვებული. მაგრამ მაშინ უნდა არსებობდეს
სწორი და კარგი თვითშეფასების სისტემა
სკოლაში, უნდა იყოს გაწერილი კრიტერიუმები
და არ უნდა ემყარებოდეს ნებისმიერი
მასწავლებლის შეფასება მავანთა
შინაგან რწმუნებას. წლის ბოლოს ყველას
უნდა შეეძლოს საკუთარი
ნამუშევრის აღნუსხვა- დათვლა და თუ სადმე ლაფსუსი
გაიპარა, სამინისტრო, როგორც
ზემდგომი ორგანო, სასამართლოსკენ კი არ უნდა იშვერდეს ხელს, უნდა
ცდილობდეს მისი თითოეული
მასწავლებლის უფლების დაცვას,
რადგან სწორედ მასწავლებლები
არიან იმ პოლიტიკის
გამტარებლები, სამინისტრო რომ ახორციელებს. . სამწუხაროდ, ჩემს სკოლაში მასწავლებლის
შეფასების სისტემა საერთოდ არ
მუშაობს. ერთია, რა ინფორმაცია
გადის აქედან და მეორე, რაა რეალობაში.
ამიტომ არ ვარ დაცული სუბიექტივიზმისგან არც მე და არც
სხვა. ყველგან ხომ არაა კარგი დირექტორი? ხიდისთავი კარგი ნიმუშია იმისა, რა მესიჯებს
ავრცელებს სამინისტრო.
თუ ამას მოუყრუებენ, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო მასწავლებელს სასამართლოში უწევს მტკიცება რაღაცების, ხომ შეიძლება სხვა დირექტორებმაც მიჰბაძონ და პიროვნული მიუღებლობა შრომით დავაში გადაუყვანონ ადამიანს. წლის ბოლოს არ გაუგრძელებს ხელშეკრულებას და ამტკიცოს მერე იმან სასამართლოში კარგი გოგო ან კარგი ბიჭი რომაა და იქ აფრიალოს სერტიფიკატები, რომელსაც სამინისტრო არასწორად შეფასების სიმბოლოდ თვლის. სამეურვეოს წევრი თუა მასწი, დირექტორი მას ვერ მოხსნის სამეურვეოს ნებართვის გარეშე. ანუ დაცულია, გარკვეულწილად. რატომ არაა სერტიფიცირებული მეტად დაცული? ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, რომ სამინისტრომ გაათანაბრა უფლებრივად მცოდნე და არამცოდნე. არ უფრთხილდება თავის კადრებს, იმათ, ვის მხრებზე დგას საქართველოს განათლება.ან სრული არაპროფესიონალიზმია ან სრული იგნორირება სკოლის პრობლემებისადმი. კაბინეტებიდან არ ჩანს, გაგება და მოსმენა კი არ უნდათ, არ აინტერესებთ.
თუ ამას მოუყრუებენ, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო მასწავლებელს სასამართლოში უწევს მტკიცება რაღაცების, ხომ შეიძლება სხვა დირექტორებმაც მიჰბაძონ და პიროვნული მიუღებლობა შრომით დავაში გადაუყვანონ ადამიანს. წლის ბოლოს არ გაუგრძელებს ხელშეკრულებას და ამტკიცოს მერე იმან სასამართლოში კარგი გოგო ან კარგი ბიჭი რომაა და იქ აფრიალოს სერტიფიკატები, რომელსაც სამინისტრო არასწორად შეფასების სიმბოლოდ თვლის. სამეურვეოს წევრი თუა მასწი, დირექტორი მას ვერ მოხსნის სამეურვეოს ნებართვის გარეშე. ანუ დაცულია, გარკვეულწილად. რატომ არაა სერტიფიცირებული მეტად დაცული? ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, რომ სამინისტრომ გაათანაბრა უფლებრივად მცოდნე და არამცოდნე. არ უფრთხილდება თავის კადრებს, იმათ, ვის მხრებზე დგას საქართველოს განათლება.ან სრული არაპროფესიონალიზმია ან სრული იგნორირება სკოლის პრობლემებისადმი. კაბინეტებიდან არ ჩანს, გაგება და მოსმენა კი არ უნდათ, არ აინტერესებთ.
catalog.edu.ge ს მონაცემებით საქართველოს საჯარო
სკოლებში 71 355 მასწავლებელია. აქედან სერტიფიცირებულია 20%, დაახლოებით 14 271. მკვლევარი,
მაძიებელი, რესურსების შემქმნელი, კარგი პრაქტიკოსი, ტექნოლოგიებში ღრმად გაწაფული
და მოტივირებულიც, უფრო ნაკლები. უკეთეს შემთხვევაში - 10 000. ამათ მხრებზე დგას დღეს
საქართველოს.განათლება. ეს ხალხია ყველაზე საპასუხისმგებლო სფეროს პატრონები. ჩინოვნიკებისგან
განსხვავებით, მათი მოტივაციისთვის არ დახარჯულა მილიონები, ათასებიც კი. ეჭვი მაქვს,
რუტინული შრომისთვის უმრავლესობას ერთი მორცხვი მადლობაც არ ღირსებია. შინაგანი პატიოსნება
და პროფესიონალიზმი აიძულებთ მუდმივად ეძებონ სიახლეები. ამ მოტივაცასაც რომ უკლავენ,
რას აძლევენ სანაცვლოდ? ჩვენ ვიმუშავოთ და მერე ყოველმა ახალმა მინისტრმა წაჯექ-უკუჯექის
ცეცხლი შეგვინთოს? არ იგეგმება სახელფასო ზრდა განათლების სისტემაშიო, რომ გვახარეს,
გასაიდუმლოებული, მითიური სქემისა და სასაცილო ხელფასის იმედზე რომ გვტოვებენ, წინ
წავა განათლების ამბავი? როგორც ჩანს, ქვეყანას პროფესიონალი კადრები არ სჭირდება,
საერთოდ, განათლება და პროგრესი არ სჭირდება. პედაგოგიური კორპუსის ინერტული ნაწილის
ამ პათოსის სიწორეში ასე გვიან რომ დავრწმუნდი, ვწუხვარ, მაგრამ ვერც ვერაფერს
ვშველი. რა თქმა უნდა, კოლეგებმაც
ნახეს გადაცემა და ვისაუბრეთ.
ზუსტად ეს განწყობა
იყო იქაც. მუდმივი რყევები პირდაპირ მოქმედებს
ჩვენზე. სასამართლოს პერსპექტივა
და სამინისტროსგან ,,მე ხელები დამიბანია“, ვერ ჟღერს აღმაფრენის მომგვრელად. ასეთი მელანქოლიური
და მწვავე ფიქრების შეტევის დღე აღმოჩნდა
ოთხშაბათი.
როგორც
იქნა დაველაპარაკე დირექტორს
ხელშეკრულებაზე. ეფლოუს ტრენინგზე
ტრენერმა ასე გვითხრა, ერთწლიანის მეტი აღარ გაუფორმოთო.
- ეფლოუს ტრენერი არაა ჩემთან ანგარიშვალდებული და არც მე მასთან.
ჩვენ ერთმანეთში უნდა გავარკვიოთ
ურთიერთობა კანონით. მე ვითხოვ, შრომის კოდექსს შეესაბამებოდეს ჩემი ხელშეკრულება,
მუშაობის 15+ წლიანი სტაჟი მაქვს,
2009-ში სამწლიანი, შარშან ერთწლიანი
გამიფორმეთ. ჩემი საქმე არაა მილევადი,
ერთჯერადი. არ მიმიღია არც ერთი საყვედური, პირიქით. სკოლისთვის
მეც გამიკეთებია რაღაც და არც თუ ისე ცოტა თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით. ეფლოუს და საქმისმწარმოებელთა ტრენერი რატომაა უფლებამოსილი
ჩვენი ხელშეკრულების ამბები არკვიოს,
ქალბატონო ნ?
-ჰო, მაგრამ ის იურისტი იყო.
აქ უკვე მოვითხოვე მისი საკონტაქტო მონაცემები
მოეცა და გავარკვევდი, რა უფლებით
კარნახობს სკოლას რანაირი
ხელშეკრულება დადოს ჩემთან.
რა თქმა უნდა არ მომცა. თუმცა, ამის გაგება
სულა არაა ძნელი საჭიროების შემთხვევაში
- არა, ტრენერმა კი არა, რესურსცენტრის იურისტმა
გვითხრა.
- რესურსცენტრს რომ იურისტი არ ჰყავს-მეთქი?
როცა
ჰყავდა მაშინო. მოკლედ
და კონკრეტულად, არ იცის თვითონ. ვინცხამ
საცხა რაცხა თქვა, ჰოდა
ეგ არის მისთვის
კანონი.. აი, ასე. თავიდან თათბირზე გაგვაფრთხილესო, მერე ეფლოუს,
საქმის წარმოების ტრენერმაო, მერე რესურსცენტრის
იურისტმაო, მერე დავრეკე სხვებთანაც და ყველა დირექტორმა
ასეთი დაუდო მასწავლებლებსო. რაც სულაც არაა სიმართლე, გადავამოწმე უკვე . კიდევ
გავარკვევო, შემპირდა. ეს უკვე სასაცილოა. რა
გარკვევა უნდა, აიღე კანონი,დალოცვილო, წაიკითხე. ნწ, არა. ვიღაცამ
უნდა უთხრას. ჰოდა, ველოდები ვინმე ჭკვიანი როგორ არ გამოჩნდება.
ეფლოუს ტრენერივით რომ შეხვდეს? აი, მერე
ვიკითხო მეც და სხვამაც.
მშვიდი საუბარი კი გვაქვს,
მაგრამ შინაგანი სიმშვიდის
რა მოგახსენოთ. ,,ატმის რტოო დაღალულო რტოო, ატმის
რტოო სიმშვიდეა შორი..“ სიმშვიდემ გამახსენა
თორემ რა მეგალაკტიონება.
გაკვეთილები. ოოოო, მეოთხეკლასელები მღლიან.
დაწყებითი კლასების მასწავლებლებს
უნდა ჰქონდეთ ყველაზე
მეტი ხელფასი (ბაღის მასწებს
საერთოდ პრეზიდენტის ანაზღაურების
ტოლი). ამათთან განსაკუთრებულ ენაზე უნდა ისაუბრო. მე
კიდევ მაღალ კლასებში
სხვა ლექსიკით ვმეტყველებ
და მეოთხეში მათთვის გასაგები
სიტყვების ძებნა მიწევს. თან
ყველაფერი უნდა ასწავლო გაკვეთილთან ერთად.
ეს სულაც არაა იოლი.ჰოი, დაწყებითის
მასწებო, ხოტბა თქვენ!
პირადად, ყველაზე კარგად თავს მე-11 და მე-12
კლასში ვგრძნობ. კარგი კლასებია და საინტრესო
გაკვეთილები გამომდის. მე-3-მე-4
ამათთან მაქვს..
საღამოსკენ შინ დაძიმებული
მივდივარ. იაკოს შვხვდი.ერთი გზა გვაქვს.
იაც
ჩემი მეგობარია. თან კოლეგა
მეგობარი. მათემატიკას ასწავლის 1-ლ სკოლაში. ერთმანეთს
ვუმტკიცებდით, რა იქნებოდა სკოლაში
რომ არ მივსულიყავით ,,იმ“ დღეს,
უხსოვარ წარსულში და ორივემ უკეთესი
პერსპექტივა მოვხაზეთ საკუთარი
ცხოვრება. თუმცა, ორივემ მშვენივრად ვიცით, ყველაფერის კომპენსაცია
ბავშვები არიან. ყველაზე
ჯანსაღი (ყველა გაგებით) და გულწრფელი ნაწილი
საზოგადოებისა. ესაა ის მაგნიტი, სკოლასთან რომ გვაბამს და კიდევ სწავლების
პროცესი არის ძალიან მაგარი შეგრძნება. კარგი გაკვეთილი ევერესტზე
ასვლის ტოლფასია. ჩემთან ასეა, იასთანაც.
ვერა ვართ ცოტათი
ჩვენ ...
შინ
მისული სატრენინგო ჯგუფის
წევრებს ვურეკავ. რამდენიმე
ვერ ვიპოვე. ვთანხმდებით ტრენინგზე.
გაიდების დამზადება ხვალისთვის
გადავდე.
ვერ
ვიტან ტელევიზორს. არადა, სულაა ჩართული ჩემთან.
დედა სერიალებს, ჩემი ძმა ფეხბურთს უყურებს.
მე და ჩემი ASUS ვიკეტებით. ბლოგებს ვათვალიერებ, ფეისსაც. მერე ვწერ რაღაცებს,
ვაკეთებ პრეზენტაციებს ხვალისთვის
და აჰაა, გახდა ოთხის ნახევარი. სანამ ჩემი მეზობელი
ჟორა ბიძია დაიწყებს
ხმაურიან გაღვიძებას, კარების ჟახუნს (ბოსტნის კარი რკინის აქვს),ტელევიზორს მთელ ხმაზე ჩართავს, მერე
ქათმებს გაუშვებს (უთენია) და ისინიც აიკლებენ
კრიახით ქვეყანას, ჰიპერაქტიური
ქათმები ჰყავს. ჩვენებიც აჰყვებიან.
წაძინება უნდა მოვასწრო.
თორემ მერე .. არ არსებობს, ხმაური არ დამაძინებს და ვიქნები მთელი დღე ზომბივით.
მთავარია, ხელშეკრულებაზე, ტრენინგებზე, ვერნაპოვნ მასწებზე, გაიდებზე, დედაჩემის
წნევებზე, სახლის პრობლემებზე არ ვიფიქრო.
მთავარია, დამეძინოს. ხანდახან ამასაც ვახერხებ.
2.10.2014. ხუთშაბათი
ხმაური
მაღვიძებს. ეჭვი მაქვს, დღეს კარგი დღე იქნება.
როგორც ხდება ხოლმე, ჭამას
ვერ ვასწრებ. გავრბივარ. მეზობლები
კი არა ოქრო ხალხი მყავს. წამაგრიალა ერთმა სამსახურში. თავი გდავიკალი, აქედან
ფეხით წავალ მეთქი.
სუუუ, შენნაირი მეზეობელი
ბევრი კი არ მყავსო.
მერე დაუმატა, ბევრი კი არა, საერთოდ
არ მყავსო. ვაახ, ხედავთ
თურმე რაშია საქმე? მთლად
ასეთი ბაჯაღლო თუ ვიყავი,
არ მეგონა. ასე აღმოვჩნდი
ყველაზე ადრე სკოლაში. საინტერესოა, ეს ბავშვები რატომ აკეთებენ აქ ისეთ რაღაცებს, რასაც არასდროს
იზამენ სახლში. მაგალითად,
რატომ ახტებიან კედელს?
ან რატომ აფურთხებენ
კიბეებზე. არც ერთი ამას საკუთარ
ოთახში არ იზამს,
აქ რატომ, ნეტავ?აქედან
ხომ არ ყალიბდება
დამოკიდებულება გარემოსადმი. როცა სახლი ყველას დალაგებული
აქვს, მაგრამ სადარბაზოში არ შეისვლება,
ეზო მოწესრიგებულია, მაგრამ ეზოს გარეთ ნაგვის
დაყრა მოსულა. კი, ნამდვილად
სკოლაა ამაში დამნაშავე. განათლების ნაკლებობა
ქმნის უკულტურო და ველურ დამოკიდებულებას ქვეყნისადმი.
სიტყვით დიდად ტოლერანტებს
ქვა და ჯოხი არ გვენანება
სხვა რწმენის, ორიენტაციის ან პოლიტიკური შეხედულების
ადამიანისადმი. გულმოწყალეები ვართ,
მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს
ეზოებს ვუკეტავთ, დანახვა არ შეგვიძლია
მათი,გული გვტკივა ვითომ, ვითომ. თავი და თავი განათლებაა.
უფრო სწორად, განათლების არქონა.
რა ვქნა ახლა?
აი, სად გმომადგა ჩემი სამსუნგ ნოუთი. მზიან ეზოში გავხსენი
და
ვწერ ამ ყველაფერს..
ძველი ნოკიათი ეს გამორიცხული იყო. არადა
რა მადლიერი ვარ მაგ ტელეფონის.
მუდმივად მავიწყდებოდა ტაქსიში,
სამსახურში, დატენვაც. ხელიდან მისხლტებოდა.
ზღვაშიც ჩამვარდნია, ერთხელ გარეთ დამრჩა და თავსხმა წვიმამ
დაალბო, ერთხელაც გზაზე დამივარდა და მარტივ
მამრავლებად დაიშალა, ელემენტს მანქანამ
გადაურა. ავკრიფე და სასწაული! მუშაობდა. ეს ახალი ფიმფამფუ ამდენს
რას გაუძლებს. სენსორი
რომ გაუფუჭდეს იტირებს
ჩემი ... ვუი, ფასს
არ ვიტყვი. თითქმის კომპის
ფასი აქვს. ნელ-ნელა აივსო სკოლის ეზო. მოვიდნენ მასწებიც.
დაიწყო დღე.
მე-11 კლასში რომანტიზმის
ეპოქა აქვთ. დღეს პრეზენტაციები უნდა ჩამაბარონ.
ძალიან კარგად უმუშავიათ.
დიმა ისევ არაა. მომიწევს კვლავ სახლში ვიზიტი. არ
მოვყვები ახლა გაკვეთილების
ამბავს. კოლეგას მამათილი გარდაცვლია.
დავირაზმეთ, წავედით გაკვ ეთილების მერე.შევიცხადეთ/
დღეს
გაიდები დავამზადო უნდა. გვიან დაბრუნებული
პირდაპირ ამით დავკავდი. ცოტა არეული
გვერდები გამომივიდა და სანამ ქაღალდისა
და კარტრიჯის სუნით
თვალებში არ დამიბნელდა, არ შევეშვი. 12
საათია.
ხუთშაბათი დამღლელი
დღე.
3.10.2014 პარასკევი.
პარასკევი მაგარი
დღეა. გაკვეთილი 4, წინ
შაბათ-კვირის პერსპექტივა. შაბათისთვის გეგმები
მაქვს, კვირისთვისაც. პრინციპში, არ გამომივა სანუკვარი
მუქთახორობა, მაგრამ დასვენებაც და გამოძინებაც შეიძლება.
დამოკლეს
მახვილი კვლავ ჰკიდია
ჩემს თავზე. ვნახოთ,
რა იქნება. სასიამოვნო
მოულოდნელობა. დილით გაკვეთილების
დაწყებამდე მე-9 კლასის
დამრიგებელმა მიგვიწვია ოთახში მთელი სკოლის მასწები.
დაგხვდა ლამაზად გაწყობილი
ოთახი, ყვავილები, მუსიკა. მეცხრეკლასელებმა მონტაჟით
მოგვილოცეს მაწავლებელთა დღე. სასიამოვნო მიულოდნელობა #2: დირექტორმაც
დაგვაჯილდოვა სამახსოვრო სიგელებით ,, ეძლევა მაღალი იდეალების
მატარებელს, საზოგადოებაში ჭეშმარიტად
ღირსეულს, მრავალგზის სერტიფიკატის მფლობელს,
ფრიად განსწავლულს, წარჩინებულ კლასის
ხელმძღვანელს საგანმანათლებლო პროცესში
განსაკუთრებულად თავის გამოჩენისთვის!“ასე ეწერა ჩემს სიგელში
და შემრცხვა. სულაც არ მგონია
თავი ასეთი. ყველას მხოლოდ
მისთვის განკუთვნილი ტექსტით
მიულოცეს. დამოკლეს მახვილი დაპატარავდა, ერთი დღით მაინც,
მაგრამ არ გაქრა, ჰკიდია
ძველებურად.
მეხუთეკლასელმა ლელამ
ლამაზი ყვავილები და მისალოცი მაჩუქა. რომ
წარმოვიდგინე, რა მონდომებით ჭრიდა და ხატავდა
ამ მისალოცს, აი, გამიდნა გული.
ამნაირი
ხმაურიანი კლასი ნაკლებად.
მეხუთე კლასის მასწავლებელი
მუდმივად მობილიზებული უნდა იყოს.
ესენი არიან სპაიდერმენები, კედლებზე დადიან, პირდაპირი გაგებით.
ვერ გაიგებ, გოგონები უფრო ხმაურიანები არიან თუ ბიჭები. ხმაურიანები, მაგრამ საოცრად
ჭკვიანები. მკითხველი კლასია. აინტერესებთ ბევრი რამ. აქ ერთი ბიჭი მყავს, რომა, ბუნებაზე შეყვარებული.
ოკეანოლოგობა უნდოდა შარშან.
დისქავერს უყურებს ხშირად.
რა გინდა არ იცოდეს.
მოლუსკებიდან დაწყებული ხორციჭამია
და ფოთოლჭამია დინოზავრებზე, პლანქტონებზე და ვეშაპებზე გატაცებით
საუბრობს. ეგაა, ცოტა ქცევის მართვა
უჭირს, ვმუშაობთ ამაზე.
დასჯა არ უხდება.
სულ უნდა ახალისო და ახალისო.
მუდმივად ყურადღებას უნდა აქცევდე. აჰ, ლელა...
ჩემი მოგვარე ბუთქუნა
არსება. ბიჭი ჩივის მუხლი მატკინაო. რატომ ატკინე-მეთქი.
ძალით არ მინდოდა, ფეხს
ვაქნევდი და მოხვდაო. როგორი წარმოსადგენია ახლა ეს,
თქვენთვის მომინდვია. დავარიგე და შევარიგე, მაგრამ გულში ვიხარხარე და ვიხარხარე.
ცუდ მასწავლებლობას დააბრალეთ, თუ
არ მოგეწონათ ჩემი საქციელი. შარშანდელი
გამახსენდა. ლელა საუბარს
არ მაცლიდა. წამოიყვირებდა და წამოიყვირებდა. ლელა, დასჯილი ხარ! დღეს
არც ერთ კითხვაზე
შენს პასუხს არ მოვისმენ-მეთქი. უი, ეკა
მას, დღეს რა საზიზღრად იქცევით!-მივიღე პასუხად
და მაშინაც ვიცინე.
ძალიან მაგარი ხალხია
მოკლედ, მეხუთეკლასელები.
სახლში
დამხვდა ყურძენი და გულაბი
მსხალი. ორივე ძალიან
მიყვარს.გავავლე მუსრი. ხვალ ქორწილში
მივდივარ. ჩემი ყოფილი თანამშრომლების გოგონა
გათხოვდა. თან ამ გოგონას მე
ვამეცადინებდი წლების განმავლობაში
ქართულში და ძალიან
მიყვარს. დაამთავრა ინსტიტუტი, მაგისტრატურაზეც ჩააბარა. ერთი ძალიან
კარგი ბიჭი შეიყვარა
და ხვალ ქორწილი
აქვთ. მიხარია ძალიან. თათიას ბედნიერებაც
და ყოფილ თანამშრომლებთან შეხვედრაც.
2011 წლამდე პროფესიული სწავლების
ცენტრის დირექტორი ვიყავი.
შედარება არ შეიძლება სასკოლო
საზოგადოებასთან იქაური ხალხის.
საოცრად გულისხმიერი და პროფესიონალი ადამიანები
დამხვდნენ. გაუბედურებული ბაზა და მილევადი
რეჟიმი. რა დავაშავე-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ რადგანაც გამოცდა-გასაუბრება გავიარე, პატივმოყვარეობს ამბავი
იყო ამათი სტაგნაციიდან
გამოყვანა. არ იყო იოლი, მაგრამ
მოვახერხეთ, რომ მილევად რეჟიმში
მყოფი სასწავლებელი ერთ-ერთ
საინტერესო და პერსპექტიულ
ცენტრად გვექცია, საინტერესო
და საჭირო პროფსიებით.
რომ გამახსენდება, როგორი დაინტერესება
იყო ადამიანების, როგორ სერიოზულად
სწავლობდნენ ხელობებს, როგორი მადლობელები
იყვნენ,რა გულდასმით გავაკეთეთ კვლევა, შევისწავლეთ შრომის
ბაზარი, მითხოვნადი პროფესიები. ვწერეთ
და ვამტკიცებინეთ სილაბუსები. წინაწარ
იყო მომდევნო 2-3 ჯგუფი
დაკომპლექტებული. დანაშაულზე მეტი იყო ამ ცენტრის ლიკვიდაცია.
დამიბარეს ივნისის ერთ მშვენიერ დღეს სამინისტროში და ქალბატონმა
ლალი ებანოიძემ მიბრძანა,
შემეზადებინა კოლექტივი ლიკვიდაციისთვის. ეს იყო ერთ-ერთი
უმძიმესი დღეები ჩემს ცხოვრებაში. კი, რეაბილიტირებული არ იყო,
მაგრამ ერთი არასამთავრობო
გვპირდებოდა ნაწილობრივ რეაბილიტაციას, სერიოზული
პროექტი გვქონდა მეორე არასამტავრობოსთან. არაფერი
გაითვალისწინეს. თქვენი კი არა თბილისის
,,იკარუსი“ გადავეცით სხვასო.
მერე ვიარეთ გამგებლიდან
და საკრებულოდან ბუბერნატორამდე და დეპუტატამდე.
ფორს-მაჟორში ეს ყველაფერი.
1 კვირაში მოვახერხეთ
ის, რომ სასწავლებელი ადგილობრივმა
მუნიციპალიტეტმა შეიფარა. არც ეს იყო იოლი. შუა საფინასო წელს მთელი სასწავლებლის
დაფინანსება დაივალოს რაიონმა, მაგრამ ჩვენ ეს
შევძელით. ჩემს იმდროინდელ
ძლიერთა კარზე პილიგრიმობას
რომ ვიხსენებ, რუსთაველის
სპექტაკლი,, სამიდან ექვსამდე მახსენდება“.
აი, ზინა კვერენჩხილაძის პერსონაჟი, ბაღის გამგე, რომ შეუვარდება რაიკომის
მდივანს და მთელი ამბები. ეგრე ვიყავი. სანაცვლოდ, ეგ
საქმე რომ მოვაგვარე
და კოლექტივი რომ არ დამრჩა
სამსახურის გარეშე, პლუს, დაწყებული
შრომა წყალში რომ არ ჩამეყარა,
ძალიან ბედნიერი ვიყავი, აი, ძალიან. ამ ხალხსაც ძალიან
უყვარვარ და არ მტოვებენ არც ლხინებში და არც ჭირში.
ხვალ ყველას ერთად ვნახავ და მიხარია.
პარასკევ
ღამით შეიძლება დილამდე
გავერთო. ჰოდა, მეც მივეცი თავს ამის უფლება. პარასკევი მწვანე
ფერია ჩემს კვირის
დღეებში.
4.10. 2014
შაბათი
ქუთაისში
მივდივარ. ტრენინგზე უნდა დავესწრო ნინოს.
მერე წყალტუბოში უნდა წავიდეთ და იქ მყოფი ტრენერებთან ხელშეკრულებას
მოვაწეროთ ხელი. მერე მოვბრუნდე,
გალამაზებასავით მოვასწრო და ქორწილში წავიდე.
აი, დღის გეგმა. ამ გეგმის პირველ ნაწილზე დედაჩემმა არ
უნდა გაიგოს, სად მაქვს მაგის ნერვიულობებისთვის დრო.
იქნებ,
საღამოსკენ დრო არ დამრჩეს,
გავიფიქრე და დიდხანს
არ მიყოყმანია სალონ ,,შარმში“
შევედი. ზოგადად , თმებს არავის
ვანდობ, მაგრამ ამჯერად შეჭრა კი არა
დავარცხნა მინდოდა და ამას
მოახერხებენ-მეთქი. რა თქმა უნდა, მოვტყუვდი.
ჯერ ისე მონდომებულად
დამბანეს თავი, კინარამ სკაპლი
ამხადეს. რატომ აქვთ ამხელა ფრჩხილები
ქალებს? აი, ვერ ვიტან ფრჩხილებს, რატომ თვლიან რომ
ეს ლამაზია? მერე, არ
მინდა დატკეპნილი თმა - მეთქი
და მაიცდამაიც როგორც
არ მინდოდა, სწორედ ისე
დამვარცხნა. სანამ პირი გავაღე გასაპროტესტებლად, მანამდე მომაფრქვია
რაღაც გაურკვეველი მასა, თმის
პუდრიაო. აზრი არ ჰქონდა
კამათს, არც დრო მქონდა
და ბრაზისგან გაჭიჭინებული მივედი
მეორე სკოლაში. სადაც ტრენინგი
ტარდებოდა. რა პატარაა
საქართველო. ზოგი ჩემი ფბ-ს მეგობარი აღმოჩნდა
და ერთიც კარგი ნაცნობი. მასწავლებელთა
კონფერენციაზე გახლდით ერთად ჩაქვში.
ნინო
ჰიპერაქტიური ტრენერია. არ დაეხმარო ამათო ისე გამაფრთხილა, გეგონება ამისთვის ვიყავი მისული.
გამეღიმა მის ღელვაზე. მერე ნინომ
მეუღლეს დაურეკა და სანამ მოვიდოდა,
იოსებ ოცხელის ძეგლს ვათვალიერებთ. ძეგლს ცხვირი არ აქვს. გამიკვირდა. ვანდალების
ნამუშევარიაო. იოსებ ოცხელი
კათოლიკე იყო და ზოგიერთი აპროტესტებდა
მისი ძეგლის დადგმას
სკოლის ეზოშიო. აი, ასეთი ხალხიც
არსებობს. ასეთი ტოლერანტებიც ვართ. დამთრგუნა
ამ ამბავმა. მერე წავედით წყალტუბოში
და მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას.
ყველაზე ცუდი, მარშუტკა გამექცა და
იძულებული გავხდი ფოთის ავტობუსს გამოვყოლოდი.
სენაკის გადასახვევამდე გამოვყვები-მეთქი. ავტობუსი გაძეძგა
მძღოლმა. ვიღაცის ვიოლინო მქონდა ჩახუტებული.
საერთოდ, ვიოლინო ამ ღვინის ბოცებსა
და ყველის სუნში საოცრად ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან. პატრონი მიჭეჭყილი
იდგა ფანჯაასთან და ვიოლინოზე შეფობა
მე ავიღე. სენაკში წვიმდა.
ჩემს ჩამოსხეპილ თმას ცუდი
დღე დაადგა. საბედნიეროდ, მალე ნაცნობმა
მიშველა.
წავედი
ქორწილში. ჩემი საყვარელი
ხალხი, ჩემი ძველი კოლექტივი. ხანდახან
ვფიქრობ, არ უნდა წამოვსულიყავი, არ უნდა დავბრუნებოდი
სკოლას. მით უფრო, რომ ამ ცენტრმა გაცილებით
მეტი მომცა, ვიდრე ნებისმიერი სკოლა მომცემს,
როგორც მენეჯერს და როგორც პიროვნებას.
აქ ყველას ერთი მიზანი ჰქონდა, ერთის პრობლემა საერთო
გასაჭირი იყო და სიხარული ხომ ყველას სიხარული.
არაჩვეულებრივი, პროფესიონალი და წესიერი
ადამიანები მუშაობენ, ძირითადად მამაკაცები. როცა საუბრობენ
გუნდზე, ფიქრებში ყოველთვის ამ ხალხს წარმოვიდგენ. ჰოდა ეს
საღამო იყო ჩახუტების საღამო. ღმერთო, როგორ მოგვნატრებია ერთმანეთი.
ძალიან დიდ სიყვარულს
ვგრძნობ მათგან. 3 სრულდებოდა,
რომ წამოვედით. წვიმდა, მაგრამ ძალიან
ბედნიერი ვიყავი. შაბათიც გავიდა,
კარგად და ბედნიერად.
5. 10.2014
კვირა.
კატამ გამაღვიძა,
ჩვენმა ქისომ. ჯერ ზედ ჩემზე იარა, ბოლოს
თავთან წამოწვა, დაიწყო კრუტუნი.
რას მერჩოდი, ფისო? გამოვიძინო
უნდა. საათს დავხედე , უიიი, 2 საათია.
მადლობა ქისო, მადლობა. ხვალ ჩემი მამიდაშვილი იტალიაში
ბრუნდება. დღეს უნდა გამოვემშვიდობო.
რით ვერ მორჩა ეს წვიმა?
მთელი ზაფხული წვეთი არ გაიმეტა,
ახლა ასხამს და ასხამს.
არ მიყვარს შემოდგომა.
ავტობუსს
ველოდი, ნათლულის დედამ დამირეკა, შენთან უნდა წამოსვლა,
ვერ ვაკავებთ სახლში,
ჩანთიანი დარბისო. მე იშვითი ნათლული
მყავს, საოცრება ბავშვი. მეორეკლასელი გოგუცუნა
ხატია. მაცაცოს ვეძახი. დიდი სიყვარული
და მეგობრობა გვაქვს. ჩემთან ახლოს ცხოვრობს და ხშირად მოდის. ხან
წიგნებს გამოყრის, ხან ჩემს ტანსაცმელს ჩაიცვამს
და დაფართხუნობს ეზოში. პომადა-მანიკური თუ მოიხელთა, ეტირა დედა და
სწორედ ეს მოსწონს, აქ
არაფერს უშლიან. სამწუხაროდ, ხატიასთვის არ
მცალია ახლა.
მამიდა
მე-5 სართულზე ცხოვრობს
სენაკში. ყოველთვის მიყვარდა
მასთან მისვლა. ახლა ძლივს ავიტანე დედაჩემის გამოგზავნილი ფქვილი და ღერღილი.
არ დაიჯერებთ და, იტალიაში
მიაქვს თეას. მამიდა
დამხვდა მარტო. თეა მეგობრებს
ემშვიდობება თბილისშიო. მამიდა მიყვარს ძალიან, რაც
უფრო ასაკში შედის, მით
უფრო მიყვარდება. გამომიტანა შოკოლადები, ჭამე, ჭამეო. იცის, რომ მიყვარს.
მთელი ცხოვრება ასეა. ყველაფერი
საუკეთესო ჯერ ჩემთვის
ემეტებოდა, მერე თავისი შვილებისთვის. ესენიც ასე იყვნენ,
მე და ჩემს ძმას გვიყოფდნენ ყველაფერს
და პირიქით, ჩვენც .
ახლაც ასეა. წუხელ არ მიძინია,
გიამ დამირეკა და ახველებდაო.
გიაც საზღვარგარეთაა. გული მომეწეწკვა
მამიდას ნამტირალევი თვალების
ნახვისას. რა სულელურ რაღაცებზე
ნერვიულობენ დედები. ახველებდაო,
გაციებული იქნებაო. ბავშვობა მახსენდება, თეა და გია
ყოველთვის საოცრად ცელქები
იყვნენ, თამუნია მშვიდი,
წყნარი, ჩუმი. ასეთად დარჩა ბოლომდე. თამუნიას
ვეძახდით და ვერც ახლა ვეძახი
სხვა სახელს, მიუხედავად იმისა, რომ
დიდი ბიჭების დედიკოა. მამიდა
დავამშვიდე, როგორც შემეძლო. უნდა მოვბრუნდე, სხვა გზა რა მაქვს.
არადა გვიანი საღამოა. ცრის. აი, გამიჩერდა, როგორც იქნა მარშუტკა. მძღოლი
გამოდგა ენაწყლიანი და ქართულად შეხუმრებული.
ეს ავტობუსი სულაც არ აღმოჩნდა
ავტობუსი. თბილისიდან მოდიოდა
ტიპი და ხმის გამცემი მოენატრა.
მე კიდევ ეს საგაზაო
შეხუმრებები მაღიზიანებს, მაგრამ ადამიანმა
გარდაუვალი დასველებისგამ მიხსნა
და ამიტომ არ უნდა ვესტერვო, ზრდილობა მოითხოვს.
ჰოდა, ზრდილობიანად ვპასუხობდი მძღოლის
დაკითხვას, ვინ ვარ, სად ვმუშაობ და რა თქმა უნდა მთავარ
და ყველაზე შემაწუხებელ
კითხვას, ჩემი სოციალური
სტატუსის შესახებ. ოო, მასწავლებლობა კარგი პროფესიაა ქალისთვისო.
აი, ჩემი ცოლი იურისტია, არ მუშაობსო. რად უნდოდა იურისტობა, ესწავლა მასწავლებლობა, დედამისის პროფესიაო. მერე თავის საინტერესო
და უცოლო ძმაკაცებზე მესაუბრა. კარგი ხალხია,
წესიერი, მშრომელიო. რამე რომ იყოს არ გაიცნობდიო?
ა, როგორ მოგწონთ?!
სოლომონ მორბელაძის მეგრელი
ძმა.
დამხვდა წნევიანი
ხალხი. აქეთ დედაჩემი, იქით მეზობელი.
ვზომე წნევები, ვაყლაპე წამლები.
12- მდე კითხვის
საათები მაქვს. შემდეგ კი ერთ ონლაინ
საერთაშორისო პროექტში ვმონაწილეობთ. 12-დან
მე და ჩემი თბილისელი მეგობრები ხაზზე ვართ,
ფოტოშოფში გვაქვს საჯადოქრო.
ხვალინდელი გაკვეთილების პრეზენტაციებს
ფლეშკით წავიღებ.კიდევ დამრჩა
ერთი-ორი საქმე მოსაგვარებელი
და მორჩა დღეც.
ხვალ ახალი კვირა იწყება. მშვიდობა ყველას.
0 коммент.:
Отправить комментарий